... ... hotnews.ge - ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, პარასკევს დილით ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსიში იყო.ნიუ-იორკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ბიძგები იგრძნობოდა მთელ შტატში.

ქალაქ ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

YOU MAY LIKE