... ... hotnews.ge - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებისას ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა - დაიღუპა 5 ადამიანი, 11 კი დაშავდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებისას ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა - დაიღუპა 5 ადამიანი, 11 კი დაშავდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ CBS News-ი „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა, რის გამოც ტვირთი ადამიანებს დაეცა.

8 მარტს აშშ-მა, იორდანიამ, ეგვიპტემ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბელგიამ თვითმფრინავებიდან ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს. როგორც CBS-ს პენტაგონში განუცხადეს, წინასწარი მონაცემებით, ამერიკული თვითმფრინავი არაა პასუხისმგებელი ადამიანთა დაღუპვაზე, თუმცა გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ინციდენტისგან დისტანცირება მოახდინეს იორდანიის ხელისუფლებაშიც.

YOU MAY LIKE