... ... hotnews.ge - Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ლეგენდარულ ამერიკელ რეპერს Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ABC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას რეპერის არანაკლებ ცნობილი კოლეგები - ემინემი, 50 Cent-ი და სნუპ დოგი დაესწრნენ. Dr. Dre-მ თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.

„წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლიერი ვარ. ბევრ თქვენგანთან ერთად გავიზარდე. თითქმის 60 წლის ვარ და თქვენ კვლავ ჩემთან ერთად ხართ. მე ამას ვაფასებ. ძალიან დიდი მადლობა. გაჩერებას არ ვაპირებ“, - განაცხადა რეპერმა საზეიმო ცერემონიაზე.

ანდრე იანგი (სწორედ ეს არის Dr. Dre-ს ნამდვილი სახელი და გვარი) ცნობილია, როგორც ბევრი რეპერის პროდიუსერი, მათ შორის სნუპ დოგის, ემინემის, 50 Cent-ის და Game-ის. Dr. Dre ითვლება დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ქვეჟანრის, ჯი-ფანკის მთავარ პოპულარიზატორად.

YOU MAY LIKE