საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ექვსი ქვეყნის: ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღეს.
