... ... hotnews.ge - „ქალები მხოლოდ "ბუტკაში" არ არიან“ - სალომე ზურაბიშვილი

„ქალები მხოლოდ "ბუტკაში" არ არიან“ - სალომე ზურაბიშვილი

ქალები მხოლოდ "ბუტკაში" არ არიან - ასე პასუხობს პრეზიდენტი გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ "ოცნების" გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილი არ მალავს, რომ ათონელის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციონერ ქალებთან აღნიშნულ საკითხზეც იმსჯელებს. 

„ქალებს ველოდები იმისთვის, რომ „ბუტკაში“ არ არიან მხოლოდ...“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

"ქართულმა ოცნებამ" ქალების სიაში ჩასმის ვალდებულება ისე გააუქმა, რომ აზრი ქალ დეპუტატებსაც კი არ ჰკითხა. ეს გადაწყვეტილება კი "გირჩის" და "ოცნების" პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ქალების კვოტების გაუქმების სანაცვლოდ "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს "გირჩის" მხადაჭერას მიიღებს. 

YOU MAY LIKE