... ... hotnews.ge - ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.

შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართა.

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საკითხების ფართო წრე, რომლებიც უნგრეთსა და აშშ-ს ეხება, მათ შორის ძლიერი და დაცული საზღვრების აუცილებლობა ქვეყნების სუვერენიტეტის დასაცავად.

YOU MAY LIKE