... ... hotnews.ge - სიყრუე გენური თერაპიით დაძლიეს

სიყრუე გენური თერაპიით დაძლიეს

აშშ-ში, ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში, გენური თერაპიის წყალობით, პირველად, სიყრუისგან განკურნეს 11 წლის ბიჭი ეისამი. ერთი გენის იშვიათი ანომალიის გამო, ის ბავშვობიდან სმენადაქვეითებული იყო. ექიმებმა მას ყურის აპკზე ოპერაცია ჩაუტარეს და უსაფრთხო ვირუსის ინექცია გაუკეთეს, რომელმაც ბავშვის ორგანიზმში ოტოფერლინის გენი შეიყვანა. ის აუცილებელია, რათა ტვინში ხმის ვიბრაცია სიგნალებად გადაიქცეს. ოპერაციიდან ოთხი თვის შემდეგ, ბიჭის სმენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - მან, პირველად ცხოვრებაში, ხმები გაიგონა. თუმცა, მედიკოსების თქმით, შესაძლოა, ეისამმა ლაპარაკი ვეღარ დაიწყოს, რადგან ის უკვე ხუთ წელზე მეტისაა. მედიცინიოს მიღწევები ბავშვისთვის სმენის დაბრუნებაში იმედს აძლევს იმ პაციენტებს, რომელთა სიყრუეც გენეტიკური მუტაციებითაა განპირობებული. ის საშუალებას იძლევა, 150-ზე მეტ სხვა გენზეც იმოქმედოს.

 

YOU MAY LIKE