... ... hotnews.ge - „ყველაზე სექსუალური ენა“ იტალიურია

„ყველაზე სექსუალური ენა“ იტალიურია

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, 6 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს იმის დასადგენად, რომელ ენას მიიჩნევდნენ „ყველაზე სექსუალურად“, „ყველაზე რომანტიკულად“ და „ყველაზე ვნებიანად“. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე სექსალურად და რომატიკულად რესპონდენტები იტალიურ ენას აღიქვამენ. არადა, დღემდე ამ ტიტულს ფრანგული ენა ფლობდა. იტალიურს გარკვეული თავისებურებები აქვს, რაც მას მეტ მომხიბვლელობას მატებს, - გვიხსნიან სპეციალისტები და იქვე აზუსტებენ, რომ ესენია ტონის სიმაღლის აწევა-დაწევა სალაპარაკო ენაში, რაც იტალიურს ერთგვარ მუსიკალურ ხარისხს ანიჭებს და ადამიანები მას მიმზიდველად თვლიან. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბრიტანული ინგლისური „ყველაზე თავაზიანად“ აღიარეს, გერმანულმა კი პირველი ადგილი „ყველაზე პირდაპირის“ ნომინაციაში დაიკავა. კვლევისას სწავლულები პარტნიორების ურთიერთობასაც სწავლობდნენ, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 70% თვლიდა, რომ თუკი მისი რომატიკული პარტნიორის ენას შეისწავლიდა, ეს მათ შორის კავშირებს გაამყარებდა.

YOU MAY LIKE