... ... hotnews.ge - ალბანეთში სამ არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა - მათ მამა მოკლეს და ცხედარი გადამალეს

ალბანეთში სამ არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა - მათ მამა მოკლეს და ცხედარი გადამალეს

ალბანეთში, დურესის სასამართლომ სამ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც ბავშვებს ბრალი წარუდგინეს მამის მკვლელობასა და ცხედრის გადამალვაში.

ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის მოტივი მამის მხრიდან ძალადობა გახდა, თუმცა ექსპერტიზამ ეს გარემოება არ დაადასტურა.

ერთ-ერთმა გოგონამ აღიარა, რომ იარაღიდან მშობელს პირადად მან ესროლა. მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ მამა მას ნიშნობას აიძულებდა.

 

YOU MAY LIKE