... ... hotnews.ge - „ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ახალი რეალობა დაიწყება“ - რა გველის დღეს?

„ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ახალი რეალობა დაიწყება“ - რა გველის დღეს?

8 აპრილს, მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ განლაგებაში შევლენ. ეს სამი სხეული კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით წარმოქმნის სრულ წყვდიადს.

ეს გახლავთ მზის სრული დაბნელება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება.

თემასთან დაკავშირებით ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემის „შენი დილა“ ეთერში ისაუბრა.


„მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ადამიანებს ყოველთვის არასასიამოვნო დამოკიდებულება აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს არის უბრალოდ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. დღევანდელი დაბნელებით გაზაფხულის დაბნელებების კორიდორი იხურება. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დაიწყება ახალი რეალობა. ეს არ ეხებათ კონკრეტულ ინდივიდუალურ პიროვნებებს. ეს გლობალურ პროცესებსაც ეხება. დაახლოებით ერთი თვის, ან თვე-ნახევრის პერიოდში დავინახავთ ძალიან მნიშვნელოვან ფოიერვერკურ შედეგებს, რაც 25 მარტიდან რვა აპრილის ჩათვლით მომწიფდა.

სამყარო ძალიან დიდი გადატვირთვის პროცესშია, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ერთი კარი იხურება და მეორე იღება. ბევრი ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიხვდება, რომ ახალ რეალობაში გაიღვიძა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. თუ ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათ ცხოვრებაში რამის შეცვლა უნდათ, ამ პერიოდზე კარგ პერიოდს უბრალოდ ვერ იპოვით. არ შეგეშინდეთ სითამამის. უბრალოდ წინ უნდა იაროთ. იმიტომ რომ ვერძის პრინციპია, „უკან არ მოიხედო“.

დღევანდელ დღეს თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, „სად ვარ დღეს მე“. თუ თქვენ სარკეში იყურებით და ხედავთ, რომ თქვენ ეს არ ხართ, ზუსტად დღეს არის იმის დრო, რომ შეიცვალოთ. ოღონდ აგრესიის გარეშე. რადგან ვერძი ზოგადად არის აგრესიული ნიშანი. ამიტომ უახლოესი ერთი კვირა ადამიანებს ვურჩევ უაპელაციო აგრესია არ გამოხატონ, რადგან ეს ძალიან დამანგრეველია. ეს ძალიან დიდხნიან რეზონანსში გადაგვიყვანს.

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ადამიანებს მომატებული ექნებათ აგრესია, მათ შორის საკუთარ თავთანაც. შინაგანი აგრესია და საკუთარი თავის ჭამის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს ექნება. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ არანაირი ბორკილი არ ადევთ. ადამიანი თუ შინაგანად თავისუფალია, მისი შეზღუდვა არავის შეუძლია. ყველაფერი მაინც ჯანსაღ სიყვარულზე გადის. ძალიან მინდა, რომ ეს ყველამ გააცნობიეროს.

თუ თქვენი ნება ძლიერია და ნამდვილად გიყვართ საკუთარი თავი, ყველაფერია შესაძლებელი, იმიტომ რომ ვერძისთვის არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალს ვერ იპოვის. მაინც მინდა გვახსოვდეს, რომ ამ ეტაპზე მუშაობს პრინციპი „პანდორას ყუთი“, ანუ რა ნაპერწკალსაც ახლა ავაგიზგიზებთ, ყველაფერი შეიძლება, მივიღოთ.

თუ ბევრ კითხვას არ დასვამთ, უბრალოდ თამამი იქნებით, მოცემულობას მიიღებთ, არ შეგეშინდებათ მომავლის და გზადაგზა შეეცდებით მიიღოთ გამოსავალი, ადაპტირდებით და წაქცევაც არ შეგაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა მივიღებთ, წლის ბოლომდე კიდევ ოთხჯერ გადამოწმდება, იმის დასადგენად, თქვენ მართლა გინდათ ამ გზაზე იაროთ თუ ორჭოფობთ“. – ამბობს სოფია ბზეკალავა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება არანაირი სახით არ გამოჩნდება და ვერც ვერანაირ ეფექტს ვიგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

YOU MAY LIKE