... ... hotnews.ge - რა სიმპტომები ახასიათებს ჰერპესვირუსს და შესაძლებელია თუ არა მკურნალობა სახლის პირობებში

რა სიმპტომები ახასიათებს ჰერპესვირუსს და შესაძლებელია თუ არა მკურნალობა სახლის პირობებში

სტატისტიკურადმსოფლიოს მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსითაა ინფიცირებულიჰერპესი არის ინფექციარომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად, პატარა ბუშტუკებით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილას -  პირისა და პირის ღრუს მიდამოზეგენიტალურ (სასქესოორგანოზეთვალის გარშემო.. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი, ე.წ. ტუჩის ჰერპესი, რომელსაც ძირითადად მარტივი ჰერპესის 1 ტიპი იწვევს. ტუჩის ჰერპესი შემაწუხებელი და მტკივნეულია. მარტივი ჰერპესის ორი ტიპი არსებობს - 1 და 2. ორივე ტიპის ვირუსმა, შესაძლოა, გენიტალიური ჰერპესიც გამოიწვიოს... რა არის ჰერპესის გამომწვევ მიზეზები და როგორია მკურნალობის მეთოდი? 

ჰერპესის მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს ყელის ინფექციები, მენსტრუაცია, მზის ჭარბი გამოსხივება, მზისგან მიღებული დამწვრობა, ნერვული სტრესი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტური მკურნალობა  და სხვადასხვა მწვავე ინფექცია ანუ ნებისმიერი რამ, რაც იმუნური სისტემის დაქვეითების მაპროვოცირებელია.

ეს გახლავთ ქრონიკული დაავადების პერიოდული გამწვავება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი და გართულება შეიძლება იყოს მეორადი ინფიცირება, როდესაც ვირუსულ ინფექციას ერთვება ბაქტერიული ინფექცია. ვინაიდან ჰერპესის შემთხვევაში, სპეციფიკური გამონაყარი გვაქვს - გამოვლინება ბუშტუკების სახით, ჰერპესის განვითარება შემდეგნაირია: ვითარდება ბუშტუკები, მისი გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ქერქები და ქერქების გაქრობის შედეგად რჩება ლაქები, როგორც პოსტანთებითი ცვლილება. ბუშტუკების გაქრობის შემდეგ, ირღვევა კანის მექანიკური  ბარიერი და ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისთვის, რომ ჩაინერგოს ისეთი მეორადი ბაქტერიული ფლორა, როგორიცაა  სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და იქმნება კონკრეტულად ჰერპესის კერის მეორადი ინფიცირება.

გვაქვს ჰერპესის ორი ტიპი:  ჰერპესვირუსული ინფექცია, ტიპი1 და ტიპი 2. ტიპი1 იწვევს ლაბიალურ ჰერპესს, ე.წ. ტუჩის ჰერპესს და შესაძლებელია, აგრეთვე, გამოიწვიოს ჰერპესული გინგივო-სტომატიტი - პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია, რომელიც ძალიან მწვავედ მიმდინარეობს. ხშირად, პირველ ეპიზოდს ახასიათებს და შეცდომით დიაგნოსტირდება, როგორც პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, ან როგორც ჰიპერსენსიტიური რეაქცია, რაც მიმდინარეობს ძალიან მწვავე სურათით და პაციენტებს უჭირთ ღეჭვა, ყლაპვა.

რაც შეეხება მეორე ტიპის ჰერპესს, ეს არის გენიტალიური ჰერპესი, რომელიც გვხვდება გენიტალიუმის შემთხვევაში, მამაკაცებში - სასქესო ასოზე და ქალებში - მცირე ან დიდ სასირცხვო ბაგეებზე. მეორე ტიპის ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

როგორც აღვნიშნეთ, გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა ანუ დაინფიცირებული ადამიანი სქესობრივი კონტაქტის  შემდეგ  გადასცემს პარტნიორს  ინფექციას, განსაკუთრებით, თუ ბუშტუკების მთლიანობა დარღვეულია და პაციენტს აღენიშნება კანის მთლიანობის დარღვევა. რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: წვა, ქავილის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება. ვიზუალურად ჩვენ ვხედავთ შეწითლებულ ფონზე ჯგუფად დალაგებულ მცირე ზომის ვეზიკულებს, რომლებშიც არის ექსუდატი, სითხე, რაც ანთების დროს გროვდება.

ეს ორივე ტიპი არის მარტივი ჰერპესვირუსი. განსხვავებულია მკურნალობის მეთოდი იმ შემთხვევაში, თუ ესაა პირველი ეპიზოდი ცხოვრებაში, მაშინ მას  სჭირდება უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, განმეორებით ეპიზოდებს უფრო ხანმოკლე მკურნალობა, ანტივირუსული პრეპარატები და შესაძლოა, იმუნოსტიმულატორებაც დასჭირდეს.

პროფილაქტიკის თვალსაზრისით გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები, იმუნომოდულატორები, თავი უნდა ავარიდოთ გამომწვევ ფაქტორებს - სტრესს, მზის გამოსხივებას და ა. შ.

რაც შეეხება პრევენციას, დიდი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას, რადგან ეს გადამდები დაავადებაა. სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებელია თავდაცვა პრეზერვატივის გამოყენებით.  

ბავშვთა ასაკში ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მიმდინარეობს გინგივო-სტომატიტის სახით. პირველი ეპიზოდია პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია და ძალიან ხშირია მოხუცთა ასაკში, რამდენადაც მათი იმუნური სისტემა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც შუახსნის ასაკის ადამიანის.

უმეტეს შემთვევაში, თუ  არ გვაქვს დამამძიმებელი გარემოებები და თანმხლები მძიმე დაავადებები, ჰერპესული ინფექცია მარტივად გადაიტანება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც, თუმცა მკაცრად - ექიმის დანიშნულებით და არა - თვითნებურად. თუ პაციენტი ვერ ახერხებს კვებას, არ არის ყლაპვის პროცესი უზრუნველყოფილი და აქვს თანმხლები დაავადებები, ამ შემთხვვაში, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

 

YOU MAY LIKE