... ... hotnews.ge - თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება - სააგენტო

თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

მათივე თქმით, აგრძელებენ უწყვეტ მონიტორინგს.

 

YOU MAY LIKE