... ... hotnews.ge - აქციიდან ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი - ჯანდაცვის სამინისტრო

აქციიდან ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციიდან სამი სამართალდამცველია ჰოსპიტალიზებული.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას.

ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

YOU MAY LIKE