... ... hotnews.ge - ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.  

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები.  ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.

YOU MAY LIKE