... ... hotnews.ge - ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები, კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ექიმები დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 

მათი  მოთხოვნა ხელფასები, სამსახურის გაგრძელება და კლინიკის აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებაა.

"არავინ არ გვეკონტაქტება, ნუ სამსახური დავკარგეთ. ზოგის ერთი წლის, ზოგის რვა თვის...ჩვენს უკან ოჯახები დგას და ალბათ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვართ...ვითხოვდით შეხვედრას, თუმცა ალბათ არ  ჩათვალეს საჭიროდ, რომ შეგვხვედროდნენ და ასეთ გაურკვევლობაში ვართ დღემდე"  - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ექიმი.

 

YOU MAY LIKE