... ... hotnews.ge - 2023 წელს საქართველოში 2 542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

2023 წელს საქართველოში 2 542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,გასული სამი წლის მსგავსად, 2023 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს 40 214  ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 42 756 იყო (წინა წელთან შედარებით, 13%-ით ნაკლები).

2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 2 542 კაცით განისაზღვრა. ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითი ბუნებრივი მატება აღრიცხეს ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

  • 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
  • 2021 წელს საქართველოში 13 090 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
  • 2020 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
    2022 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 5%-ით არის შემცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13%-ით.

YOU MAY LIKE