... ... hotnews.ge - ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. ძიების პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია ვერტმფრენიც.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მარტს, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთს კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

 

YOU MAY LIKE