... ... hotnews.ge - ნახევარი მილიონი გომბეშოებს დაახარჯეს

ნახევარი მილიონი გომბეშოებს დაახარჯეს

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის ერთ-ერთი რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქმის 500 ათასი ევრო დახარჯა გომბეშოების პოპულაციის გადასარჩენად - მათთვის სპეციალური გვირაბი გააკეთეს. საქმე ის არის, რომ ადგილობრივმა ბუნებისდამცველებმა, 2020 წელს, გომბეშოების რაოდენობა დაითვალეს და გაარკვიეს, რომ სულ რაღაც 1 002 ცალი იყო. ერთი წლის შემდეგ, ეს რიოცხვი კიდევ უფრო შემცირდა და 616 გახდა. ამის გამო, იქაურმა „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენლებმა ცივსისხლიანებისთვის მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობა დაიწყეს, რომ მათ გზების გადაკვეთა აღარ მოუხდეთ. ამხელა ხარჯის გაღებამ გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამფიბიების გადასარჩენად გაღებული ამხელა ხარჯისა, კითხვები იმანაც გააჩინა, რომ გომბეშოებისთვის გვირაბები არა გადატვირთული მაგისტრალების, არამედ, ველობილიკებისა და წყნარი ქუჩების ქვეშ გააკეთეს.

 

YOU MAY LIKE