... ... hotnews.ge - ყველაზე ლამაზ ნაყინს ჰყიდიან

ყველაზე ლამაზ ნაყინს ჰყიდიან

იაპონური კაფე (THISIS) SHIZEN, რომელიც კიოტოში, ShinPuhKan-ის სავაჭრო ცენტრში მდებარეობს, მეტად პოპულარული გახდა იმ ფანტასტიური დესერტის წყალობით, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ნაყინს ეძახიან. ბოტანიკურ თემაზე შექმნილ კაფეში, სადაც ქოთნებში უზარმაზარი მცენარეებია, ჰყიდიან ნაყინს რძის გარეშე. მას ფერადი თაიგულების სახე აქვს და იმდენად ლამაზი  და რეალისტურია, რომ ჭამაც კი დაგენანებათ. ამ უნიკალური დესერტის მთავარი ინგრედიენტია ანკო - ტკბილი პასტა, რომელიც აძუკის წითელი მარცვლებისგან მზადდება. ის გემოთი ტკბილ კარტოფილს წააგავს და პოპულარული იაპონური დესერტების სიაში შედის. ვაფლში ჩამოსხმული ეს ფერად-ფერადი საჭმელი თაიგულები სხვადასხვა გემოსია. მას ყოველი კლიენტის სურვილის მიხედვით არჩევენ და სეზონის მიხედვით ცვლიან. ერთი ასეთი ნაყინი-თაიგულის ღირებულება 1 650 იენია (დაახლოებით, 11 დოლარი).

 

YOU MAY LIKE