... ... hotnews.ge - აეროპორტში ვენახს გააშენებენ

აეროპორტში ვენახს გააშენებენ

ცნობილი გახდა, როგორი იქნება ახალი ტერმინალი ფლორენციაში, ამერიგო ვესპუჩის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 5.9 მილიონ მგზავრს ატარებს ყოველწლიურად. ტერმინალი, რომლის ფართობიც 50 ათასი კვადრატული მეტრია, მულტიმოდალური ტრანსპორტის შესაძლებლობებს გააერთიანებს, მათ შორის, სარკინიგზოსაც, რათა ქალაქს სწრაფად დაუკავშირდეს. ახალი პროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც არქიტექტორული ფირმა Rafael Viñoly Architects-ია, ტერმინალის ტრაპეციის ფორმის სახურავზე ვენახის გაშენებაა დაგეგმილი. ამ საქმეს რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობის კომპანია მიხედავს. აეროპორტში დაკრეფილი ყურძნიდან დაყენებულ ღვინოს იქვე, სპეციალიზებულ სარდაფში შეინახავენ და დააძველებენ. ვარაუდობენ, რომ ფლორენციის აეროპორტის რეკონსტრუქცია ორ ეტაპად განხორციელდება და 2035 წლისთვის დასრულდება.

YOU MAY LIKE