... ... hotnews.ge - სპორტი

ესპანეთის პროკურატურამ ყოფილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის დაკავების ორდენი გასცა

გავლენიანი ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით ესპანეთის პროკურატურამ სხვადასხვა დარღვევების გამო ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მისი დაკავების ორდენი გაიცა.

რუბიალესი ამჟამად დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფება, რომელსაც ესპანეთთან ექსტრადაციის ხელშეკრულება არ გააჩნია, ბრალმდებელი მხარე კი იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი ნებით დაბრუნდება.

საქმე ეხება ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში ჩატარებას, რასაც პროკურატურის განმარტებით უსამართლო და კორუფციული გადაწყვეტილებები ერთოდა. ესპანეთის პოლიციამ გრანადაში რუბიალესის სახლიც კი გაჩხრიკა.
ყოფილ პრეზიდენტს აქამდე საჯარო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ რუბიალესი ფეხბურთის ფედერაციის პოსტიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც ესპანეთის ქალთა ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო რუბიალესმა ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა. ამას გარდა ლოზანაში მდებარე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია, ფიფას მსგავსად, რუბიალესს 3 წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს ამარცხებს. მეტოქეს გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაუტანა

საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს ამარცხებს. თამაშში პირველი გოლი 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე წუთი რჩება.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს.

„ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის დიდი სტიმულია, რომ მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენ“-კალაძე თოფურიას

თბილისის მერმა, კახა კალაძემ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა. კახა კალაძემ მას პირადად მიულოცა მოპოვებული გამარჯვება და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

„გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული ხარ, და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი სიხარული გველოდება. მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო“,- აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ილია თოფურიას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

„დღეს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქართველმა ჩემპიონმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის და ასევე, ყველა გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის.

„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა გულშემატკივრობამ ჩემს მიმართ, რაც საქართველოში ამ დღეებში ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს „დინამო არენაზე“ მაყურებლის წინაშე წარვდგები“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი სამშობლოში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოფრინდა. დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.

„ყოველთვის ფორმაში ვარ, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ“- რა გეგმები აქვს ილია თოფურიას

ჩემს ორგანიზმს სჭირდებოდა ცოტა დასვენება, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ, - ასე უპასუხა UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წამყვანის კითხვას, ხომ არ ამოვარდა ფორმიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს ესტუმრა.

„ფორმაში ვარ ყოველთვის. ანალიზს ვუკეთებთ იმას, რამდენი დღის დაკარგვა მომიწევს ასეთი ტიპის სიტუაციებში. ჩემს ორგანიზმს სჭირდებოდა ცოტა დასვენება, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ. დღე არ ვარდება არასდროს“, - აღნიშნა თოფურიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ილია თოფურიას თქმით, მომდევნო ბრძოლა, სავარაუდოდ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.

„შემდეგი ბრძოლა სავარაუდოდ სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდება. მომდევნო კვირებში გვექნება რამდენიმე გასაუბრება და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება დეტალები“, - განაცხადა თოფურიამ.

ილია თოფურიასთან ვრცელ ინტერვიუს იხილავთ კვირას, „იმედის კვირაში“.

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

დღეს ილია თოფურია, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ, „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, რომელიც გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. ლუქსემბურგელებს ასევე დისკვალიფიკაციის გამო აკლიათ ერთ-ერთი ლიდერი დანიელ სინანი.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს. თამაში „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება. სტადიონის კარი მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე 19:00 საათზე გაიღება.

ცნობისთვის, საფეხბურთო მატჩზე UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

„მანჩესტერ სიტი“ ჯეკ გრილიშის გაყიდვას და მის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას განიხილავს

ბრიტანული მედიის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ჯეკ გრილიშის გაყიდვას და მის ნაცვლად „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას განიხილავს.

როგორც გამოცემა HITC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, „სიტი“ უკმაყოფილოა 28 წლის გრილიშის გახშირებული ტრავმებით და არადამაკმაყოფილებელი თამაშით.

„სიტიში“ ფიქრობენ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი, რომლის ხელფასიც კვირაში 300 000 გირვანქას შეადგენს, ბოლო 12 თვის განმავლობაში აღარ პროგრესირებს. „ქალაქელებთან“ გრილიშის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გრილიშის პოტენციურ შემცვლელად „სიტი“ კვარაცხელიას განიხილავს, თუმცა იმის გამო, რომ „ნაპოლის“, დიდი ალბათობით, ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეაპოლელებმა კვარაცხელიას გაყიდვაც მოისურვონ.

თუმცა, HITC ასევე ციტირებს კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში, „ნაპოლი“ კვარაცხელიას დაემშვიდობება.

ფეხბურთში 2025 წლისთვის თამაშგარის წესის შეცვლა იგეგმება

2024 წელს შეიძლება შეიცვალოს თამაშგარის წესი ფეხბურთში, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

აღნიშნავენ, რომ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) უკვე ტესტავს ამ სიახლეს, რომლის ინიციატორია ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი და დღეს ფიფა-ში ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი.

ახალი წესების თანახმად, თამაშგარე ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შემტევი ფეხბურთელი მცველზე წინ იქნება მთელი სხეულით და არა სხეულის რომელიმე ნაწილით, როგორც დღეს მოქმედი წესების მიხედვითაა.

ახალი წესის ტესტირება 2023 წლის ნოემბრიდან დაიწყეს შვედეთსა და იტალიაში იუნიორთა ტურნირებზე. IFAB მალე დაასრულებს ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს. საბოლოო გადაწყვეტილება 2025 წლის თებერვლამდე არ იქნება ცნობილი.

რუს სპორტსმენებს აუკრძალეს პარიზის ოლიმპიადის აღლუმში მონაწილეობა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრადიციულ მსვლელობაში - მონაწილე ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებთა აღლუმში. მასში მონაწილეობა აუკრძალეს ბელარუსის სპორტსმენებსაც.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებითვე, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენების მიერ მედლების მოპოვების შემთხვევაში ნეიტრალური ჰიმნი შესრულდება და აღიმართება სპეციალური მწვანე დროშა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენთა მონაწილეობის ფორმა მოგვიანებით გაირკვევა.უკრაინაში რუსეთის ფართომასშატაბიანი შეჭრის და ბელარუსის მიერ რუსეთის მხარდაჭერის გამო, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წელს მიიღო. ამასთან, მონაწილეობა საერთოდ აუკრძალეს უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურად მხარდამჭერ და რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან და უშიშროების სამსახურებთან კავშირის მქონე სპორტსმენებს.

პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადაში რუსეთიდან მონაწილეობას მიიღებს 36, ხოლო ბელარუსიდან 22 სპორტსმენი.

ლუკა მაისურაძეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

-90კგ-ში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ტატამზე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვერ გავა. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ანტისადოპინგო საბჭომ მიიღო. როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არაშასეჯიბრო ტესტირების დროს, ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, კერძოდ კი, გერმანიის ქალაქ კიოლნში და ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

„ერთი წლის წინ აღებულ ტესტზე ვითო მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე“,-განაცხადა მაისურაძემ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუკა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ მოახერხებს და მწვრთნელებსაც ბევრი ფიქრი არ მოუწევთ - ამავე წონაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური გვყავს. მეორეს მხრივ კი, საინტერესოა, საიდან მოხვდა მაისურაძის სისხლში აკრძალული პრეპარატი და ზოგადად, ქართული სპორტისთვის ასეთი დაუდევრობა ახალი ხილი არაა. არაერთხელ და ორჯერ ყოფილა, რომ სახელოვანი სპორტსმენის სისხლში ისეთი პრეპარატი აღმოჩენილა, მათაც კი გაჰკვირვებიათ და ეგებ, ცოტა მეტი კონტროლი უნდა ყველას და ყველაფერს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა გაიმართა. მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

„არსენალი“ - „ბაიერნი“

„რეალი“ - „მანჩესტერ სიტი“

„ატლეტიკო“ - „დორტმუნდი“

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონა“.

პირველი მატჩები 9-10 აპრილს, საპასუხო მატჩები კი 16-17 აპრილს გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, როგორი შეიძლება იყოს ნახევარფინალური წყვილები.

„არსენალი“/„ბაიერნი“ - „რეალი“/„მანჩესტერ სიტი“

„ატლეტიკო“/„დორტმუნდი“ - „პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“.

ნახევარფინალის პირველი მატჩები 30 აპრილს და 1 მაისს, საპასუხო მატჩები კი 7-8 მაისს გაიმართება.

ფინალს 1 ივნისს „უემბლი“ უმასპინძლებს.

მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კვინსი პრომესი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. ფეხბურთელს 1 კგ. და 362 გრამი კოკაინი საზღვარზე გადაჰქონდა. ის დუბაიში დააკავეს.

პრომესი ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი წევრია, ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ექსტრადირება მოითხოვა. კვინსი პრომესი, სხვადასხვა დროს, ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა "სევილია" და "აიაქსი".