... ... hotnews.ge - „კაცებო, თქვენთვის ჯობია “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით“ - ბაია პატარაია

„კაცებო, თქვენთვის ჯობია “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით“ - ბაია პატარაია

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა “გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე “ნაიალაღარი ხარებისთვისო” 🥴🫠 
მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ ახალგაზრდა, ლაღ, მხიარულად მოცეკვავე ვარსკვლავბიჭუნებს. ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები არიან! 😍 და მათი ყურება გოგოებს, ქალებს და ბებიებს ათასჯერ უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე რაღაც “ნაიალაღარი ხარებისა”… 
გაუმარჯოს ჯენ ზის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს! (კაშიას თამადობით რომელიც სულაც არაა ჯენ ზი, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი კაცია!)
კაცებო, თქვენთვის ჯობია “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით - მაგალითები უკვე გყავთ!“

YOU MAY LIKE