... ... hotnews.ge - "ფეხით მისასვლელად რთულია, მაშველები გადაყვანილები არიან მთაზე" - ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

"ფეხით მისასვლელად რთულია, მაშველები გადაყვანილები არიან მთაზე" - ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თუმცა ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მუშაობს. 

თოვლის მასაში ეძებენ გაუჩინარებულ შუა ხნის მამაკაცს. ჯგუფში, რომელიც  ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. 

"ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით ე.წ. ბურანებით იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 4 ადამიანი სამშვიდობოსაა გამოსული, ხოლო ერთი კვლავ მოყოლილია თოვლის მასაში. ვინაიდან, ადგილი არის ფეხით მისასვლელად რთული, შსს-მ გამოაგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე და საათზე მეტია მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშოები." ამბობს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

ინფორმაცია, რომ დიტო გოგოლაძე დაღუპული იპოვეს, ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

YOU MAY LIKE