... ... hotnews.ge - საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +23 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 41 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 41 წლის გახდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

სურამში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა

სურამში სატვირთო ავტომობილი ლითონის ჯებირს შეეჯახა და ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

შსს-ში მედიას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილთ დაიწყო.

 

რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება? - გზების დეპარტამენტის განცხადება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნება.

მათივე ცნობით, სწორედ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია გუშინ, 31 მარტს, თბილისისკენ მიმავალ ზოლზე  ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება:

"მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა  კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა

გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოები დასრულება არ შეესაბამება სინამდვილეს

გუშინ, ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს   ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და  შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან ნწლებში, ლითონის მალის ნაშენზე დამონტაჟებულია რკინაბეტონის ფილები და მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. შესაბამისად, პერიოდულად ზიანდება ფილა, რაც შემდგომ საჭიროებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას" აცხადებს დეპარტამენტი

ტემპერატურამ შესაძლოა, 29 გრადუსამდე მოიმატოს - 2-3 აპრილს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს. მათივე ცნობით, 4 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტო სინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1 აპრილს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +21 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

პატრიარქი საზოგადოებას საყოველთაო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას საყოველთაო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს.

„დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მისალოც წერილში.

33 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო-სახალხო კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 

საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. ამ შედეგების საფუძველზე კი იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეცაა. მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

ცნობისთვის, რეფერენდუმის თარიღთან დაკავშირებით დღეს "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

მაშ­ვე­ლებ­მა ბა­კუ­რი­ან­ში, თოვ­ლის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს

მაშ­ვე­ლებ­მა ბა­კუ­რი­ან­ში, თოვ­ლის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა თოვ­ლის მა­სი­დან ამო­იყ­ვა­ნეს და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, დაბა ბა­კუ­რი­ან­ში, თოვ­ლის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად იპო­ვეს.

 

"სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო 200-ამდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი, სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი, კი­ნო­ლოგ­თა სამ­სა­ხუ­რი და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ამოყ­ვა­ნი­ლია თოვ­ლის მა­სი­დან და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, დრონი, კინოლოგები და 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, სამძებრო ოპერაცია დროებით იყო შეჩერებული.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.