... ... hotnews.ge - საზოგადოება

28-30 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს·

„☁️ 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 30 მარტს კი გაწვიმდება.

⛅️ თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

🌦 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

🌦 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი იქნება.

🌦 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.ს

,,მუხტე”- გურჯაანელმა ახალგაზრდამ მცენარის მწერებისგან დასაცავი მოწყობილობა შექმნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა საბა მანიჟაშვილმა, მცენარის მავნე მწერებისგან დასაცავი მოწყობილობა ,,Mukhte – მუხტე” შექმნა.

ახალგაზრდამ აღნიშნული იდეით, Hardware Startup ინკუბატორის პროექტში გაიმარჯვა და 5 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. ის არის მოწყობილობა, რომელიც ელექტრული მუხტით მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან და ამავდროულად აჯანსაღებს მას.

საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა შიდა ინტერიერის მცენარის მფლობელს, საშუალებას მისცემს მცენარის მოსავლელად შხამქიმიკატების ნაცვლად, ,,მუხტეს” მოწყობილობა გამოიყენოს.

,,მონაწილეობა მივიღე აღნიშნულ პროექტში, რომელიც მოიცავდა ხუთთვიან ტრენინგ კურსს. შემდეგ იყო ნახევარფინალები და ფინალში გადასულ გუნდებს, საშუალება გვქონდა გვებრძოლა დაფინანსებისთვის. სხვადახვა რაოდენობის გრანტის მოპოვების საშუალება გვქონდა. მე ამ შემთხვევაში გავედი მესამე ადგილზე და მივიღე 5 000 ლარიანი დაფინანსება.

ჩემს იდეას ქვია ,,მუხტე”. ეს არის ელექტროსტატიკური მოწყობილობა, რომელიც მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან. ბევრი მწერია, რომელიც აზიანებს მცენარეს და ადამიანებს კი უწევთ მის წინააღმდეგ ბრძოლა აგროქიმიკატებით. ეს პროცესი აზიანებს მცენარეს და ადამიანზეც უარყოფითად მოქმედებს.

მოგებული თანხით ჩვენ შევძლებთ, პროტოტიპის გაუმჯობესებას და დახვეწას. ასევე შევძლებთ შევქმნათ რამდენიმე ათეული პროდუქტი, რომელიც დაიტესტება და იქნება მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ მისი წარმოება და რეალიზაცია”,- ამბობს საბა knews.ge-სთან საუბრისას.

საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა მარტივად მუშაობს და მისი გამოყენება მცენარის მოყვარულებს არ გაუჭირდებათ.

,,მუხტეს მოწყობილობა შედგება ორი კომპონენტისგან: ერთია დენის წყაროში შესაერთებელი და მეორე მუხტის გადამცემი ჩხირი, რომელიც მცენარის ახლოს უნდა იყოს ნიადაგში მოთავსებული. მოწყობილობა მუხტავს მცენარეს და როცა მწერი უახლოვდება, დენს ურტყავს. ამით იცავს თავს მწერებისგან. ის არის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი და ძირითადად გამოდგება შიდა ინტერიერის მცენარის დასაცავად”,- აცხადებს საბა.

საბამ ასევე გასულ წელს, პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსი შექმნა. ახალგაზდა ამბობს, რომ იდეა გულისხმობს გამოუყენებელი პლასტმასის გადამუშავებას, რომლისგანაც შემდეგ შესაძლებელია სხვა ნივთების დამზადება.

,,პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსის იდეა- გულისხმობს მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი აპარატის წარმოებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მსურველს შესაძლებლობა ექნება, გადაამუშავოს, ჩამოასხას და დაამზადოს ნებისმიერი დიზაინის თუ ფორმის პლასტმასის ნივთები”,– აცხადებს საბა.

ახალგაზრდამ ასევე მეორადი პლასტმასიგან საკუთარი ხელით შექმნა პირველი ქართული ეკო მეგობრული დინამიკი “ჩასძახე”.

 

წყარო:knews.ge

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მე-11 ნომრად წარდგება

ევროვიზია 2024-ზე საქართელოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს, მე-11 ნომრად იმღერებს.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია, ფინეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, აზერბაიჯანი და მოლდოვა.

თითოეული ნახევარფინალიდან, ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის.

პირველ ნახევარფინალში გერმანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.

 

ფარავნის უღელტეხილსა და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფარავნის უღელტეხილსა და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყება წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობის) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ხონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა

ხონში, სოფელ კუხში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" მერიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი ამბობენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

რა გახდა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში  რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს  სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.    

 

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - მოსწავლეების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვინც ისტორიულ მატჩზე მიდიხართ, ამინდის ცვლილება გაითვალისწინეთ - რას ამბობს მეტეოროლოგი

დღეს, 26 მარტს, საქართველოში ისტორიული მატჩის დღეა, ბუნებრივია, ყველას აინტერესებს როგორი ამინდი იქნება დედაქალაქში.

„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ დოდო გვაზავას დაუკავშირდა.

„დღეს, წვიმა იქნება თბილისში 3-4 საათამდე. შუადღეს კი, გაძლიერება ქარი.  საღამოს 9 საათზე, იქნება უნალექო ამინდი და  ფეხბურთის მატჩის დროს არ იქნება წვიმა“,- ამბობს დოდო გვაზავამ. 

წყარო: პრაიმტაიმი

ბაღდათი-საირმეს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება. უწყების განმარტებით, ამის მიზეზი ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე და 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იქნება დაშვებული.

უწყება აცხადებს, რომ ავტოტრანსპორტი ამ რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით იმოძრავებს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამეტნის ცნობით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.