... ... hotnews.ge - პოლიტიკა

კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთ პირობებში ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს - პრემიერი

მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა.

„რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან  მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის. 
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ,  შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას. 

რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს“, -  განაცხადა პრემიერმა.

იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად - პრემიერი

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს მოთხოვენ კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის.

„როდესაც მე ვსაუბრობდი ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ მაგალითად კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დისკუსიებში მზად ვარ პირადად ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები - ირაკლი კობახიძე

ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია.

„ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები.  პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში  პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და დინამიკაც ძალიან პოზიტიურია, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე - პრემიერი

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მთავარი ამოცანაა, რომ შენარჩუნდეს და  კიდევ უფრო გაძლიერდეს ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა 3 არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე, გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორმხრვი ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ  განათლებისა და კულტურის სფეროში, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი, გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი - პრემიერი

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  ყველამ უნდა წაიკითხოს „გამჭვირვალობის კანონი“, რადგან ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

„ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან - პრემიერი

დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი, როგორიც მიღებულ იქნა 2022 წლის ივნისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.

„ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მიმართულებით არ განვითარდება წელს პროცესები და იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა, კერძოდ, გახსნილია მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, მაშინ როცა ორივე ქვეყანას სერიოზულად ვუსწრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, დეკემბერში, საბოლოო ჯამში, ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის, მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა - ირაკლი კობახიძე

ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა.

„ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.

აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე - ოლაფ შოლცი

ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია იყო და არის საქართველოსა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი.

„ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით  და მხარს ვუჭერდით ყოველთვის იმას, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და წარმატებით მივაღწიეთ ამას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით, არის ძალიან გრძელი კატალოგი იმის, რაც გასაკეთებელია ჯერ კიდევ. იცით თქვენ ეს კრიტერიუმები, ცნობილია ის თქვენთვის და ეს საჭიროა სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, საკითხები, რომლებიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება, ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიყვეს საქართველო ევროპის და ევროკავშირის მასშტაბს, აქვე შედის ინსტიტუციონალური რეფორმები, სამართლებრივი სახელმწიფოს რეფორმები,  დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც საჭიროა ამისთვის“, -  განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.

„გამჭვირვალობის კანონი“ სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, მზად ვართ, დისკუსია წარვმართოთ პარტნიორებთან - პრემიერი

„გამჭვირვალობის კანონი“ სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს, სამართლებრივ პრინციპებს ჩვენ გახსნილი და მზად ვართ, დისკუსია წარვმართოთ ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მიდგომა, პოზიციები ძალიან მყარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიაორგანზიაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. 

„ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის და შემიძლია, დავადასტურო, ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიაორგანზიაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. გამომდინარე აქედან, ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც ამ კანონის განხილვის პირველ წელს არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარულად - პრემიერი კობახიძე

საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია და მზად არის შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით სასაუბროდ.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე,“- აღნიშნა პრემიერმა.