... ... hotnews.ge - ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0425 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

 განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.  ბოლო  მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1254 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 77 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 334 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 28 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში  - 920 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 49 მგვტ.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.

ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

ჯეიმს ო’ ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

მანამდე კი ო’ ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირკალი კობახიძეს შეხვდა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა.

ჯეიმს ო’ ბრაიენი სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წევრებთან.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ცნობილია ამერიკელი პარტნიორების პოზიცია. მათ რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „გამჭვირვალობის’’ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6804 ლარი ეღირება, ევრო – 2.8892 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3593 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6755 ლარი ღირდა, ევრო – 2.8837 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3527 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 მაისს ამოქმედდება.

WIZZ AIR EURO 2024-ისთვის საქართველოდან გერმანიის მიმართულებით სპეციალურ რეისებს ამატებს

ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირიფრენები სრაოდენობა გაიზრდება, ფეხბურთის მოყვარულები უპრობლემოდ შეძლებენ საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას.

ქუთაისი, 2024 წლის 11მაისი – ევროპისყველაზესწრაფად მზარდი დაე კოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, Wizz Air, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ქუთაისიდან გერმანიის იმქალაქების მიმართულებით,სადაც საქართველოს ნაკრების თამაშებ იგაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.

Wizz Air-ის რეგულარულირეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისსქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისსგერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისებიჩანიშნა. ქართველიგულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენგამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგიფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთისმოყვარულებსა და ერთგულქომაგებს, რომ ადგილზეუგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს.

ფეხბურთისგულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO2024-ზე, შეუძლიათშეიძინონბილეთებიფიქსირებულიფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიისმობილურიაპლიკაციის მეშვეობით.

Wizz Air-ისკომუნიკაციებისმენეჯერი, ჟაჟატრუბეკი:

„საქართველოს ნაკრებისმონაწილეობაევრო 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავგუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიულიმომენტიფეხბურთისქართველიგულშემატკივრებისთვის, სწორედ ამიტომ, Wizz Air-ს სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი. ფრენებისგანრიგისადაპტირებითმატჩებისთარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალებამივცეთ ქართული ფეხბურთისქომაგებს, გაემგზავრონგერმანიაში და ადგილზეუგულშემატკივრონსაყვარელგუნდს.Wizz Air ამატებსსპეციალურფრენებსფეხბურთისგულშემატკივრებისთვის, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდ ხელმისაწვდომობას და კომფორტსმოგზაურობისთვის.ფრენების ახალი განრიგითგულშემატკივრებიუპრობლემოდშეძლებენთამაშზედასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას.”

 

საქართველო EURO24 (KUT)

ფრენა

ფასი

18 ივნისი, ქუთაისი-დორტმუნდი; 06:55-09:30

219ევრო

19 ივნისიდორტმუნდი-ქუთაისი; 10:15-16:30

219ევრო

22 ივნისი, ქუთაისი-ჰამბურგი; 06:55-09:30

219ევრო

23ივნისი, ჰამბურგი-ქუთაისი; 10:15-16:25

219ევრო

26ივნისი,ქუთაისი-დორტმუნდი; 06:55-09:30

219ევრო

 

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტურიავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 207 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგანშემდგარიავიაფლოტით. ავიაციისერთგულიპროფესიონალებისგუნდიგთავაზობთუმაღლესმომსახურებას და ძალიან დაბალტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27.1 მილიონი მგზავრისთვის F22 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულიალონდონისსაფონდობირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტახნის წინ დასახელდამსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოავიაკომპანიებისათეულშიairlineratings.com-ის, მსოფლიოშიერთადერთიუსაფრთხოებისა და პროდუქტებისსარეიტინგოსააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებშიდასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

 

 

 

ევროპის რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ყველაზე მდიდრები?

სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების შესადარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე დაკვირვებაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური გამომუშავების მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით მიიღება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაღალი მოცულობა ძირითად შემთხვევებში ქვეყნის მაღალ შემოსავალს, მოხმარების დონესა და ცხოვრების სტანდარტს გულისხმობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემების მიხედვით, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 131 380 დოლარიანი მაჩვენებლით არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ლუქსემბურგია. ეს მოცემულობა გასაკვირი სულაც არ არის. 600 000 მოსახლიანი ჯუჯა სახელმწიფო ხომ ევროპის მთავარი ფინანსური მომსახურების ცენტრია, რომელიც წლებია, ამ რეიტინგის ლიდერის ტიტულს არ თმობს.

ევროპის მეორე ქვეყანა, სადაც ერთი მოსახლე ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებს ირლანდიაა. ქვეყანაში, მრავალეროვნული კორპორაციების სათავო ოფისების დიდი ოდენობა იყრის თავს და სიმდიდრეც გარკვეულწილად სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარეობს. ირლანდიის ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა 106 060 დოლარით განისაზღვრება.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 100 000-დოლარიან ნიშნულს აჭარბებს ვხვდებით შვეიცარიასაც. ევროპის საბანკო და საფინანსო კერის, ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალოდ 105 670 დოლარი მოდის.

ერთ მოსახლეზე მშპ-ს გამოანგარიშების მიხედვით, ევროპის 10 უმდიდრეს სახელმწიფოს შორის სამი სკანდინავიური ქვეყანაც ხვდება. 94 660 დოლარის მაჩვენებლით მე-4 პოზიციას ნორვეგია იკავებს, 84 580 დოლარით მას ისლანდია მოსდევს, ხოლო მეექვსე ადგილას ხვდება დანია, სადაც ერთი მოქალაქის საშუალო შემოსავალი 68 900 დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავის, რომ როგორ წესი, რეიტინგში წამყვან პოზიციებს მცირე რაოდენობის მოსახლეობის მქონე მდიდარი ქვეყნები იკავებენ, შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები ათეულის მიღმა რჩებიან.

მაგალითად, ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობით გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უმდიდრესი ქვეყნების ოცეულში პოზიციონირებენ და მათი საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 50 000 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას. ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებს არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელი აქვთ და მშპ ერთ მოსახლეზე ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია. მათ შორის ბოლო ადგილას უკრაინა ხვდება, სადაც ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5660 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი, ირანის, ელ სალვადორისა და გვატემალას შედეგების მსგავსია.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის ეკონომიკა, რეჟიმებისა თუ მმართველობის ტიპის ცვლილებისა და სხვა შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით, მუდმივად არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, უკრაინის ეკონომიკა ყველაზე მეტად 2022 წელს, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაზარალდა, როდესაც ერთ წელში მშპ 30%-ით შემცირდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ემიგრაციაც - 6 მილიონი ლტოლვის ოდენობით. თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად ექსპერტებისა აზრით, ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად უკვე დასტაბილურდა. მათივე შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანა მეტად კონცენტრირდეს პროდუქტიულობის ზრდასა და წარმოების მოდერნიზაციაზე, რაც თავის მხრივ ეკონომიკური აღდგენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ მუშახელის დეფიციტის პრობლემას გადაჭრის, არამედ გლობალურ ეკონომიკაში უკრაინის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.

წყარო: bm.ge

"საინვესტიციო გადაწყვეტილებები , დაპაუზებულია". რა პოზიცია აქვს ბიზნესს "აგენტების კანონზე"?

ბიზნესის ნაწილი მთავრობას მოუწოდებს "აგენტების კანონი" გაიწვიოს, ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს ხვდება.

9 ბიზნეს გაერთიანება “აგენტების კანონის" გაწვევას ითხოვს
10 მაისს ერთობლივ ბრიფინგზე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს, თუ კანონად იქცა, ნეგატიური გავლენა ექნება ბიზნესზე, განსაკუთრებით კი უცხოურ ინვესტიციებზე.

“ინვესტორი, რომელიც ქვეყანაში შემოდის ყოველთვის სტაბილურ გარემოს ეძებს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც არასტაბილური პოლიტიკური გარემოა და ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. ეს აუცილებლად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე, მით უფრო, როცა ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ, გთხოვენ რომ სხვა გამოსავალი ვნახოთ და ეს კანონი არ მივიღოთ. [ეს კანონი] შეაფერხებს როგორც ეკონომიკურ სტაბილურობას და განვითარებას, ასევე სვლას ევროპისკენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

ბიზნეს გაერთიანებებს შორის იყო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებაც [DWV], რომლის ხელმძღვანელი, საშა ტერნესი შექმნილ ვითარებას კრიტიკულს უწოდებს.

“ხუთი თვის წინ როდესაც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო ყველა ვზეიმობდით. ძალიან სამწუხაროა, როცა ასე მოკლე პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. თუ გვსურს სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება ევროინტეგრაციის გზა არ უნდა დაიკარგოს. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უამრავ კითხვას ვიღებ წევრებისგან, ინვესტორებისგან და პარტნიორებისგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კანონს მიიღებენ?! შემდეგ იქნება არა კითხვები, არამედ გადაწყვეტილებები აქტივობის შემცირებისა თუ შეჩერების მიმართულებით. ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ დროისთვის დაპაუზებულია”, - ამბობს ტერნესი და ამატებს, რომ ბევრი კომპანია, რომელიც დღეს ფიქრობს საქართველოში წარმომადგენლობა გახსნას, ამას აღარ გააკეთებს.

უცხოური ინვესტიციები ეკონომიკისთვის რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი: იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ქვეყანაში ცოდნა და ტექნოლოგიები შედის და, რაც მთავარია, უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც ლარის კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით შარშანაც არ იყო წარმატებული წელი, ქვეყანაში ინვესტიციები 24%-ით, 1,6 მილიად დოლარამდე შემცირდა.

7 მაისს ასევე გავრცელდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს დააზიანებდა.

ივნესტიციების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს სვენ გიგოლდი, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის ქმედების სამინისტროს (BMWK) სახელმწიფო მდივანი, რომელიც 7-8 მაისს ბიზნესდელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში.

"მთავრობის წინააღდეგობრივი გზავნილები ევროკავშირში გაერთიანებაზე უკვე უქმნის საფრთხეს ინვესტიციებს ევროკავშირის კომპანიებიდან", - ამბობს ის.

10 მაისის პრესკონფერენციას ეწრებოდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონიც. AmCham-მა საქართველოს პრემიერს "აგენტების კანონის" გაწვევა აქამდეც სთხოვა.

“თითოეული ჩვენგანი აპოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოვადგენთ და როგორ წესი მიმდინარე საკითხებზე განცხადებებს არ ვაკეთებთ. ძალიან უცნაურია ამის გაკეთება რომ გვიწევს. თუმცა მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა გვაიძულებს ეს გავაკეთოთ.

ბევრი პროგრამა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს და მას სხვადასხვა ორგანიზაცია უჭერს მხარს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით ნაცნობია ის პროგრამები, რომლებიც USAID-ის მიერ არის მხარდაჭერილი. ისინი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას არაერთ სექტორში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ განათლება... მათ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. კითხვის გარეშეა, რომ ისინი კარგ მიზნებს ემსახურება, მაგრამ მათი განხორციელება ძალიან გართულდება”, - ამბობს ჯორჯ ველტონი.

პრესკონფერენციაზე დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ თქვა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი თავდასხმები საქართველოს მოქალაქეების დაუცველობაზე მიუთითებს.

“არაერთი განცხადება იყო რომ თურმე კანონპროექტის შინაარსი უნდა გავიგოთ. კვლავაც ჩემს პოზიციაზე ვარ რომ ნამდვილად არ აქვს აზრი ამ კანონპროექტის შინაარსში შესვლას, ამაზე დროის კარგვას არ ვაპირებ. ყველაზე მყარი პარტნიორები: ამერიკელები და ევროპელები, რომლებსაც ჩემზე ბევრად უკეთ ესმით ამ კანონპროექტში რა წერია, ისინი მიგვითითებენ რომ დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს და ყველაზე მჭიდრო პარტნიორს ამერიკას. ეს, ჩემი პირადი აზრით, დანაშაულია”, - განაცხადა ჭყონიამ.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ დღეს გამართულ პრესკონფერენციაში ჯამში ცხრა ბიზნესგაერთიანებამ მიიღო მონაწილეობა:

  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო
  • ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში
  • დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია

80 ბიზნესმენი მთავრობას ხვდება
დღევე, პრემიერი ირაკლი კობახიძე ქართველ ბიზნესმენებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. პრემიერის აპარატის ცნობით შეხვედრას, რომელიც ორ საათზე მეტს გაგრძელდა, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. პრემიერის პრესსამსახურში არ თქვეს რა თემაზე სასაუბროდ მიიწვია კობახიძემ ბიზნესის წარმომადგენლები.

"შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება"- დაწერა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი იყო “აგენტების კანონზეც”. .

“მე ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ შინაარსობრივად რაღაც ცვლილებები მოხდება. პრობლემა არის სახელი, რომ რუსული კანონი ჰქვია და ეს სახელი მიუღებელია საზოგადოებისთვის. ვთვლი, რომ ეს არის პრობლემა. ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ჩვენს წინაშე, რომ ჩვენი გზა ევროპაშია. ძირითადი დრო დაეთმო იმაზე საუბარს რომ ბიზნესი უნდა იყოს სტაბილური…", - თქვა ჭყონიამ.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორიმა ირაკლი კვერღელიძემ, რომელმაც თქვა, რომ "გამჭვირვალობაში" პრობლემას ვერ ხედავს.

“ბიზნესიც ღია და გამჭვირავლეა. ჩვენც ყოველწლიურად ვაბარებთ დეკლარაციებს. მეც რეგისტრირებული კომპანია ვარ, უბრალოდ ჩემს რეესტრს ჰქვია სამეწარმოე რეესტრი, სხვას ჰქვია სხვა რეესტრი...”, - თქვა მან.

პრემიერთან შეხვედრამდე მცირე კოომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმაც და თქვა, რომ "ბიზნესი წნეხის ქვეშ ბოლო 12 წელია არ ყოფილა".

 

წყარო:რადიო თავისუფლება

3 წლის განმავლობაში საშუალოდ 9,7% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ - პრემიერი

ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები პირველ რიგში იმ კუთხით, რომ გვინდა ჩვენი ქვეყნის ე.წ დაკავშირებადობის, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივად აკავშირებს ევროპასა და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ინვესტიციების განხორციელების კუთხით სერიოზული გეგმები არსებობს.

„გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს მასშტაბით მთლიანად 45 ქვეყანასთან. ინფრასტრუქტურაც განვითარდება. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობას იგივე ჩინეთთან, ევროპა, სხვადასხვა კუთხით ქვეყნების დაკავშირება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოეწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს სერიოზული პოტენციალი და მათ შორის ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალოდ 9,7% ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა გავაგრძელოთ, მთავარი ეს არის როგორც შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ისე იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გარშემო არის ძალიან რთული ვითარება, ჩვენს რეგიონში არის ორი ომი, უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში, ევროპას აქვს სერიოზული სირთულეები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით არის ძალიან ცუდი მონაცემები, მაგრამ იმედი მაქვს, ყველა ეს სირთულე დაიძლევა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლის იანვარ-თებერვალში უკრაინაში დასრულდება ომი, ახლო აღმოსავლეთშიც, იმედია, მანამდე დასრულდება ომი, რაც უნდა გახდეს ახალი ფაზის დაწყების საფუძველი, მათ შორის ევროპის განვითარების კუთხით. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანაკლიის საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო ტენდერი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად 2024 წლის 15 მარტს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ.

"აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ. სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში ასევე წარმოდგენილი იყო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნა. ოთხი კომპანიიდან, რომელთაც სატენდერო დოკუმენტაცია დაეგზავნათ, ტენდერში მონაწილეობა სამმა მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან. პროექტის სირთულისა და სპეციფიკაზე მითითებით პრეტენდენტების მიერ მოთხოვნილ იქნა სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით.ორკონვერტიანი შესყიდვის პროცედურის თანახმად, 10 მაისის კომისიის სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური წინადადებების კონვერტი გაიხსნა.

კომისია იმსჯელებს და განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოვლინდება ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ჯამურად (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლეს შეფასებას (ქულას) მიიღებს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, შესაბამისად კომისია და შესაბამისი ჩართული უწყებები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დროულად მოხდეს პროექტის მშენებლობის დაწყება. დღეს დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის მიღება. საზღვაო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კომისია კონსულტანტთან ერთად იმსჯელებს გამარჯვებულის გამოსავლენად“- განაცხადა გურამ გურამიშვილმა", - წერია სამინისტროს რელიზში.

შევქმნათ ფონდი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს დააფინანსებს - მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ფონდი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს დააფინანსებს. კერძოდ, ხაზარაძე ამბობს, რომ ბევრი ადამიანია საჯარო სამსახურში, ვისაც "რუსულ კანონთან" და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სწორი პოზიცია აქვს, მაგრამ თავის აზრს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ვერ აფიქსირებენ.

მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ვინც "რუსული კანონის" გაპროტესტებას გაბედავს და ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ეს ფონდი უზრუნველყობს, რომ მათ არანაირი ფინანსური პრობლემა არ შეექმნას. არჩევნების შემდეგ კი, უპირველესად ეს ადამიანები დასაქმდნენ.

"ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია საჯარო სამსახურში, რომლებიც მუშაობენ და ძალიან სწორი პოზიცია აქვთ. ხმამაღლა ეს ადამიანები ვერ აფიქსირებენ თავის პოზიციას, რდაგან აქვს ვალდებულებები, იციან, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ამიტომ ეს ტერორი ერთი მხრიდან, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს და მეორე მხრიდან, სურვილი, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომელმა თქვას თამამად, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები, ეს საკითხი გადასაწყვეტია, ამიტომ ასეთი იდეა მინდა გავაჟღერო, რომ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი, რომელშიც მე გავაკეთებ კონტრიბუციას და უნდა იყოს მართული ცნობადი ადამიანის მხრიდან, რომელსაც მსგავსი ფონდების მართვის გამოცდილება აქვს, ერთ-ერთია ნანუკა ჟორჟოლიანი - იზიდავს თანხებს და ეხმარება ბავშვებს, არის კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფონდი, რომ შეიქმნას დირექტორთა საბჭო და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან მათი პოზიციის დაფიქსირების გამო, ამ ფონდმა უნდა აიღოს არჩევნებამდე მათი სრული დაფინანსება, ხოლო არჩევნების მერე პირველ რიგში, ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში.

უნდა მივცეთ კომფორტი და გარანტია იმისა, რომ თუ ისინი გათავისუფლებული იქნებიან ქართული ოცნების მხრიდან იმიტომ, რომ მათ აქვთ სხვა აზრი და გამოდიან რუსული კანონის და ხელისუფლების წინააღმდეგ, სინი დარჩებიან ქუჩაში ამათი გადაწყვეტილების გამო, ვინც არ უნდა იყოს, მეეზოვე, აკადემიკოსი, პოლიციელი თუ ა.შ. ამ ფონდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს 5 თვის განმავლობაში ამ ადამიანებს არ შექმნათ არანაირი ფინანსური პრობლემა, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე,“ - ამბობს ხაზარაძე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8812 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8848 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

აბასთუმნის განვითარება 101.7 მლნ ლარზე მეტი გვიჯდება - როდის დასრულდება პროექტები

აბასთუმნის ტურისტული განვითარების პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე აბასთუმანმა შიდა და საერთაშორისო დამსვენებლებს უნდა უმასპინძლოს.

ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ 2025 წლისთვის აბასთუმნის კურორტს შეემატება 12 ახალი სასტუმრო 1 200 ნომრით. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის შედეგად 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პროექტები განხორციელდა აბასთუმანში, რა პროექტები მიმდინარეობს და რა ღონისძიებების გატარება იგეგმება სამომავლოდ. ამასთანავე, საინტერესოა, რა გვიჯდება აბასთუმნის ტურისტული განვითარება.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, აბასთუმნის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 101 716 954 ლარია, საიდანაც 69 556 893 ლარი უკვე გადახდილია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აბასთუმანში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის განახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როშა პარკის 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

ამავე მონაცემების თანახმად, აბასთუმანში დასრულებული პროექტები და მათი ღირებულება ასე გამოიყურება:

  • 2018-2019 წლები აბასთუმანში ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაცია - ჯამური ღირებულება 4 527 341 ლარი;
  • 2018-2020 წლები აბასთუმნის ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია - 5 747 370 ლარი;
  • 2020-2021 წლები აბასთუმნის ობსერვატორიისთვის საოფისე და გარე სივრცის ავეჯის შესყიდვა - 89 160 ლარი;
  • 2020 წელი აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის თოვლსაწმენდი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა - 189 900 ლარი;
  • 2020-2021 წლები აბასთუმნის ობსერვატორიისთვის კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური მოწყობილობების მიწოდება/მოწყობა - 104 228 ლარი;
  • 2020 წელი აბასთუმნის ობსერვატორიისთვის ვიდეო და აუდიო სისტემების მოწყობილობების მიწოდება/მოწყობა - 107 512 ლარი;
  • 2021-2022 წლები აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის თოვლსაწმენდი მანქანისთვის დამატებითი აღჭურვილობის მიწოდება - 39 600 ლარი.

ამასთანავე, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აბასთუმანში ამჟამად მიმდინარეობს შემდეგ პროექტები:

  • ელექტრო ქვესადგურის აღჭურვილობის მიწოდება აბასთუმანში ახალი ელექტრო ქვესადგურის მოწყობის მიზნით: დაიწყო 2024 წლის თებერვალში, დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს - ჯამური ღირებულება 3 603 231 ლარი (გადახდილია 1 080 969 ლარი)
  • აბასთუმანში მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია პროექტირება/მშენებლობა: დაიწყო 2021 წელს, დასრულდება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს - 45 539 288 ლარი (გადახდილია 38 815 952 ლარი);
  • აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპის და გუმბათის მიწოდება/ინსტალაცია: დაიწყო 2022 წელს, უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს - ღირებულება 8 080 687 ლარი (გადახდილია 2 367 489 ლარი).

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიაში იგეგმება ასტრონომიული მულტიმედიის სივრცის მოწყობა. პროექტისთვის ჯამში განსაზღვრულია 1 მლნ ლარი.

 
ავტორი: მერი ტაბატაძე 
წყარო: ბიზნეს პრეს ნიუსი