... ... hotnews.ge - დედაქალაქი

17 მაისს დაგეგმილი მსვლელობისთვის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება - მერია

თბილისში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით." - წერია განცხადებაში. 

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერის გზით ფინანსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.

„ამ პროგრამას დიდი ხანია ვახორციელებთ და ბევრი ადამიანია ჩართული. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წლიდან წლამდე ზრდიდა ვაუჩერის ღირებულებას და დღეისთვის ერთ საკურორტო ვაუჩერს 800 ლარით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ასევე, იხვეწებოდა პროგრამის დიზაინი და დღეისთვის ვაუჩერით მოსარგებლე (კანონიერი წარმომადგენელი) თავად ირჩევს დასასვენებელ ადგილს და სასტუმროს. ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვაუჩერის მეპატრონე თავად ირჩევს, თუ რომელ სასტუმროში განთავსდეს. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს, სასურველი დროის შერჩევა თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა.

„თბილისის მერია ყოველ წელს ზრდის გაცემული ვაუჩერების რაოდენობას და თუ გასულ წელს 2 500 ვაუჩერი გაიცა, მიმდინარე წელს, მათმა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა და ეს თანადგომა გაგრძელდება ყოველთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 16 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მოსახლეობასაც ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ეს ქუჩებია:

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),

ანაპის, მუხრანის, რატევანის, გარეჯელის, უცნობი გმირის, ნაგომარის, ვანათის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ბუაჩიძის, თიანეთის, ჭოპორტის, ჟინვალის, ბოგვის, ლიახვის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მეტროსადგური „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ფეიქრების, ერწოს, ღრმაღელეს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, სადმელის, ქსნის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების სატყეო უბნის, ბაგების დასახლიბის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, კუტუზოვის, ცაგარელის, ცინცაძის, საირმის, ქუთათელაძის, გამრეკელის, შმიდტის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გოთუას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, გაგარინის და ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის, სტივენის, ბახტრიონის, ცინცაძის, საბურთალოს, მარკო პოლოს, პეტრიწის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ბატონიშვილის, დემეტრე თავდადებულის, შაქარაშვილის, გეხტმანის, წანდრის და სერგი ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ჭავჭავაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კოტე აბაშიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლობჟანიძის, ნავთლუღის, საექიმოს, ჭრელაშვილის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე.

„სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტების აღკვეთა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა მუნიციპალური ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ქმედით ღონისძიებებს ვახორციელებთ, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ფინანსური სანქციებისა, სამსახური სამართალდამრღვევს ავალებს დანაგვიანებული ტერიტორიების მოწესრიგებას. გარემოს დანაგვიანებისა და ლანდშაფტური ცვლილების ფაქტებზე რეაგირებას მომავალშიც აქტიურად მოვახდენთ, მოქალაქეებს კი მოვუწოდებთ, სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენი მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, კანონის ფარგლებში განათავსონ“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების 134 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც დაწესდა ფინანსური სანქციები, სამართალდამღვევებს კი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება დაევალათ.

 

 

 

 

დიდ ლილოში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

სამგორის რაიონის გამგეობა, ამჯერად, სოფელ დიდ ლილოში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, გზის საფარი 2300 კვ. მ ფართობზე კეთილმოეწყობა, რისთვისაც  გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 170 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე ადგილზე გაეცნო.

ვარკეთილი 3-ი III მ/რ-ში, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ი III მ/რ-ში, კორპუსი 343-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, 25-მდე ავტოფარეხი დემონტაჟდა და კეთილმოეწყობა  6850 კვ.მ ფართობი.
აღნიშნულ სივრცეში, ამ ეტაპზე, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემა.  ასევე, მოეწყობა  დასასვენებელი სივრცე, კომბინირებული საბავშვო ატრაქციონები, განთავსდება მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 200 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან და რაიონის მაჟორიტარ რევაზ სოხაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო, მიწის მასა ჩამოიშალა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მდ. გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა, მუხიანის აგარაკებზე დაიტბორა ეზოები - მერია

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები.

„ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა.

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროს სადგურების - „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

 

უბნები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე კარგია

„ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება იქ, სადაც უფრო ინტენსიური მოძრაობაა“ - დედაქალაქში ჰაერის დაბინძულების დონეებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, წლების მანძილზე ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება. ასევე წერეთლის, მელიქიშვილის, პეკინის გამზირებზე.

„სხვათა შორის, ქეთევან წამებულის გამზირზე რეაბილიტაციის შემდეგ აზოტის ჟანგეულების კლება ფიქსირდება“ - აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.მისი თქმით, ყველაზე კარგი ხარისხის ჰაერი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რეკრეაციულ ზონებშია და ესენია კუს ტბა, ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბა.

„ქალაქის მასშტაბით არსებულ პარკებშიც წლების მანძილზე არ გვქონდა ხოლმე ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ დაახლოებით 2022 წლიდან, რაც ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, სამწუხაროდ დაბინძურებამ აქაც მოიმატა, კონკრეტულად, აზოტის ჟანგეულები დაფიქსირდა 9 აპრილის ბაღში“.

მეგრელიშვილი აცხადებს, რომ გარეუბნებში ეს პრობლემა მიზერულია.

„კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა სამშენებლო სექტორი. ვალდებულებებს, რაც მათ აქვთ, ბევრი არ ასრულებს. ეს არის ერთგვარი გამოწვევა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ვალდებულები, ამ კუთხით სიტუაცია გააკონტროლონ“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილი.

 

„ლაგუნა ვერესთან“ სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის პროექტს განახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება.

„როგორც უკვე გაცნობეთ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღნიშნული გზის გაფართოებისა და მოწესრიგებისთვის შესაბამის პროექტს განახორციელებს.

„პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ეს გზა. ის პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით უფრო დეტალურად მივაწვდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.