... ... hotnews.ge - ყვითელი News

პოლიტიკური სკანდალი ევროვიზიაზე - რა მოხდა კულისებში

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფავორიტი ჰოლანდიელი იოსტ კლაინი დისკვალიფიცირებულია "არასათანადო ქცევის" გამო. გავრცელებული ცნობით, „არასათანადო ქცევა“ კულისებში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

მომღერალი ამბობს, რომ გადაწყვეტილებით "შოკირებულია“, მან  სასჯელს დანაშაულის არაპროპორციული უწოდა.

პარასკევს კულისებში მომხდარის დეტალებს შვედეთის პოლიცია ევროვიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე აზუსტებს. ადგილობრივი პრესა წერდა, რომ კლეინს სატელევიზიო ჯგუფის წევრთან კამათი ჰქონდა.

ორგანიზატორების თქმით, დაპირისპირებაში სხვა შემსრულებლები ან დელეგაციის წევრები არ მონაწილეობდნენ.

ინციდენტის დროს კლეინთან ერთად კულისებში ისრაელელი მომღერალი ედენ გოლანი იმყოფებოდა კულისებში, სადაც რეპეტიციისთვის მზადება მიმდინარეობდა. როგორც პრესაში დაიწერა, ღაზაში ომის გამო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

რატომ აირჩია მოდის სამყარომ სხეულის პარამეტრებად 90–60–90 და ვინ არის მისი შემქმნელი

გოგონებმა, რომლებიც მოდელის კარიერაზე ოცნებობენ, იციან, რომ მიახლოებულები უნდა იყვნენ იდეალურ პარამეტრს - 90-60-90. დასაშვებია +/- 5 სანტიმეტრი წელზე, თეძოსა და მკერდზე. იმისათვის, რომ იდეალურ პროპორციებს მიუახლოვდნენ, გოგონები ვარჯიშობენ, ქირურგიული კორექციები შეაქვთ გარეგნობაში.

ქალის სხეულის იდეალი მუდმივად იცვლება. ძველ დროში პოპულარული იყო მსუქანი, მრგვალსახიანი ქალები. შემდეგ გამოჩნდა სტანდარტი 90–60–90, რომლის მოშორებას დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს დიდი მონდომებით, მაგრამ ჯერ კიდევ წარუმატებლად. როგორ გაჩნდა და რატომ არ სურთ დიზაინერებს მასზე უარის თქმა?

ძველ დროში და შუა საუკუნეებში მსუქანი ქალები პატივსაცემი იყვნენ. სიმსუქნე სიმდიდრის, ჯანმრთელობის და ნაყოფიერების ნიშნად ითვლებოდა. დღეს ცოტა სხვაგვარადაა. კარგ ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე სპორტული აღნაგობა მეტყველებს. მის მფლობელს შეუძლია სწორად იკვებოს და ფიტნეს კლუბში წევრობა შეიძინოს. 

მოდის სამყარო თავისი წესებით ცხოვრობს. აქ არავის აინტერესებს მამაკაცის პრეფერენციები და ქალების სურვილები. სინამდვილეში, მკაცრი სტანდარტი 90–60–90 მხოლოდ მითია. პოდიუმიდან ძალიან ცოტა გოგო ჯდება ამ სანტიმეტრებში. მაგრამ მოდის სამყაროს სჭირდება გამხდარი მოდელები და ამას რიგი მიზეზები აქვს.

პირველ რიგში, ეკრანზე ადამიანი ყოველთვის უფრო მსუქანი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ამ თვალსაზრისით, გამხდარი გოგო უფრო ხელსაყრელია, რადგან ეფექტურად გამოიყურება.

მეორეც, გამხდარი ქალისთვის შეკერვა უფრო ადვილია. თუ მოდელები დაახლოებით ერთი და იმავე ზომისაა, ამოცანა მარტივდება. ნებისმიერის შეცვლა შეიძლება ისე, რომ არაფრის გადაკეთება მოუწევთ.

მეოცე საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ ტოპ მოდელები, რომლებიც მოდების ჩვენებაზე სამოსს წარადგენდნენ. იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი მოდელები სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი იყვნენ. სხვათა შორის, მათი მონაცემები მხოლოდ მიახლოებულია ოქროს პარამეტრს - 95-62-92. სინდის ზომაა 96-65-91, ხოლო ნაომის 94-62-92 - და არა იდეალური.

წყარო

Deadline-მა გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები დაასახელა

გამოცემამ Deadline 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული შეადგინა. სიის შედგენისას ავტორებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ გაქირავების ღია მონაცემები, არამედ ინსაიდერული ინფორმაცია კინოსტუდიებისგან და ჰოლივუდში მომუშავე წყაროებისგან. ამასთან, ისინი თვლიდნენ როგორ გაქირავებაში მიღებულ შემოსავალს, ასევე სუფთა მოგებას.

შედეგად, რეიტინგის სათავეში მოხვდა მულტფილმი „ძმები სუპერ მარიო კინოში“. სტუდიებმა Universal, Illumination და Nintendo და პროექტის ავტორებმა სუფთა მოგების სახით $559 მილიონი მიიღეს. გაქირავებაში კი სურათმა $1,36 მილიარდი მოაგროვა.

გრეტა გერვიგის „ბარბის“ შემოსავალი უფრო მაღალი იყო - $1,44 მილიარდი - მაგრამ სურათი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რადგან სუფთა მოგებამ $421 მილიონი შეადგინა. მესამე ადგილზეა „ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა“ ($328 მილიონი).

ათეულში ასევე მოხვდნენ: „ოპენჰაიმერი“, „ვონკა“, კუ-ნინძები“, „ლეკვების პატრული: მეგაფილმი“, „ტეილორ სვიფტი: The Eras Tour“, „5 ღამე ფრედისთან“, „გალაქტიკის მცველები 3“.

მარადონას მოპარულ „ოქროს ბურთს“ აუქციონზე გაყიდიან

დიეგო მარადონას კუთვნილი „ოქროს ბურთი“, რომელიც მან მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მიიღო, თითქმის მეოთხედი საუკუნე დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა, ეს პრიზი ახალი მფლობელის ხელში გადავა.

სააუქციონო სახლმა Aguttes-მა გამოაცხადა, რომ ლეგენდარული არგენტინელის „ოქროს ბურთი“ გასაყიდად გამოიტანა. სასტარტო ღირებულება არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პრიზი რამდენიმე მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამგვარი ღირებულება ამ ლოტის არა მხოლოდ მნიშვნელობიდან, არამედ ასევე იმ კრიმინალური ისტორიიდან მომდინარეობს, რომელიც მას უკავშირდება.

როგორც ჟურნალი France Football ყვება, მარადონას „ოქროს ბურთი“ 1989 წელს ნეაპოლის ბანკიდან მოიპარეს. სწორედ იქ ინახავდა არგენტინელი თავის პრიზს. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის „ოქროს ბურთი“ მხოლოდ 2016 წელს იპოვნეს, როცა კოლექციონერმა აბდელჰამიდმა აღიარა, რომ ის რამდენიმე ასეულ ევროდ შეიძინა ისე, რომ არ იცოდა რა ჯილდოსთან ჰქონდა საქმე.

ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, კოლექციონერს ყველანაირი საფუძველი გააჩნია იმისთვის, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელად ითვლებოდეს, რადგან მისი შეძენისას არ იცოდა, რომ ის მოპარული იყო, ხოლო მარადონამ ან მისმა მემკვიდრეებმა შეძენიდან სამი წლის განმავლობაში არ განაცხადეს პრიზზე საკუთარი უფლებების შესახებ.

ასე რომ, „ოქროს ბურთის“ გაყიდვიდან მიღებული რამდენიმე მილიონი აბდელჰამიდის ჯიბეში აღმოჩნდება.

პოლ პოგბამ კინომსახიობის კარიერა დაიწყო

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც დოპინგის გამოყენებისთვის ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული, ახალ პროფესიას ეუფლება.

გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პოგბამ, რომელზეც უფლებები ჯერაც ტურინის „იუვენტუსს“ ეკუთვნის, კინომსახიობის კარიერა დაიწყო.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს იღებენ ფილმში, რომლის სახელწოდებაა „4 ნული“. პოგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელის როლს თამაშობს. ფილმი ეკრანებზე 2025 წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას გასული წლის აგვისტოში „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატი ტესტოსტერონი და ოთხი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს.

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი „მეტ გალა 2024“-ს მასპინძლობს

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი „მეტ გალა 2024“-ს მასპინძლობს. მოდის სამყაროს წარმომადგენლები, მსახიობები და მუსიკოსები კოსტიუმების წლევანდელ გამოფენაზე ყველაზე ორიგინალურ სამოსში გამოწყობილები მიდიან.

კოსტიუმების მუზეუმის საქველმოქმედო მეჯლისის წლევანდელი თემაა „მძინარე მზეთუნახავი, მოდის აღორძინება“.

 

კემბრიჯის პროფესორმა 250 წლის წინანდელი ფრანგული სასიყვარულო წერილები აღმოაჩინა

კემბრიჯის პროფესორმა 250 წლის წინანდელი ფრანგული სასიყვარულო წერილები აღმოაჩინა. თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში წერილები ბრიტანეთის სამხედრო არქივებში ინახებოდა. მათი ავტორები მე-18 საუკუნის ფრანგი მეზღვაურები არიან.

როგორც დათარიღებიდან ირკვევა, წერილებს მეზღვაურები 7 წლის განმავლობაში წერდნენ. ჩანაწერების საერთო რაოდენობა 104-ს აღწევს. კემბრიჯის პროფესორი ამბობს, რომ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მე-18 საუკუნის 70-იან წლებში გაჩაღებული ომის დამთავრებისთანავე, წერილები ბრიტანულ სამხედრო არქივში აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უმნიშვნელო დოკუმენტებად მიიჩნიეს, დიდი ხნის განმავლობაში წერილები დალუქულ მდგომარეობაში, ოთახის ბნელ კუთხეში ინახებოდა.

„მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვითხოვე ამ ყუთის გახსნა. მივხვდი, პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ამ ძალიან პირადულ და ემოციურ ხელნაწერებს კითხულობდა. სამწუხაროდ, ადრესატებს არ გაუმართლათ, რადგან წერილები დანიშნულების ადგილამდე არასდროს მისულა", - ამბობს პროფესორი რენო მორიე.

გარდა იმისა, რომ წერილების შინაარსი, ძირითადად, სასიყვარულოა, “ისინი აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობდნენ ჯარისკაცები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას; როგორც ენატრებოდათ ოჯახი და მეგობრები; რამდენად დაღლილები იყვნენ ომით და რომ ზოგჯერ მათი ერთადერთი სურვილი მხოლოდ სახლში დაბრუნება იყო”. 

 

მსახიობი ბერნარდ ჰილი გარდაიცვალა

ინგლისელი მსახიობი, „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ტიტანიკის“ ვარსკვლავი ბერნარდ ჰილი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰილი 79 წლის იყო. მისი გარდაცვალების ფაქტი მსახიობის აგენტმა ლუ კოულსონმა დაადასტურა.

ჰილი 1944 წელს, მანჩესტერში დაიბადა. პირველი როლი, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მან BBC-ს დრამაში „ბიჭები ბლექსტაფიდან“ შეასრულა. თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლები კი ჰილმა ოსკარების რაოდენობით რეკორდსმენ ფილმებში - „ტიტანიკსა“ და „ბეჭდების მბრძანებელში“ შეასრულა. 1997 წლის „ტიტანიკში“ მან ლეგენდარული გემის კაპიტანი განასახიერა, ტოლკინის ლეგენდარული ნაწარმოების ეკრანიზაციაში კი როჰანის მეფე თეოდენი.

"დავასრულე სააღდგომო მზადება … ყველაფრის მიუხედავად..." - პრეზიდენტი

"ამ წუთში დავასრულე სააღდგომო მზადება … ყველაფრის მიუხედავად. 
აღდგომისთვის ვემზადებით, აღდგომა რომელიც გაგვიახლებს იმედსა და  შემართებას. 
ქაშვეთთან ახალგაზრდების ხმამაღალი მამაო ჩვენო  კიდევ ერთხელ ისმის, და გვამხნევებს!" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს - მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებენ

მარტინ სკორსეზე ფრენკ სინატრას შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, 81 წლის რეჟისორს სურს, რომ სინატრას როლი ლეონარდო დიკაპრიომ, სინატრას მეორე ცოლის, მსახიობ ავა გარდნერის როლი კი ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენკ სინატრას შვილს, ტინას, რომელიც ლეგენდარული მომღერლის მემკვიდრეობას აკონტროლებს, ფილმის გადაღების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ტეილორ სვიფტმა Billboard-ის მორიგი რეკორდი დაამყარა

ტეილორ სვიფტი ისტორიაში პირველი მომღერალი გახდა, რომლის სიმღერებიც Billboard Hot 100-ის ტოპ 14 ადგილს ერთდროულად იკავებს.

ყველა კომპოზიცია შემსრულებლის ახალი ალბომიდან The Tortured Poets Department არის. ჩარტში პირველ ადგილს პოსტ მელოუნთან კოლაბორაცია Fortnight იკავებს.

ემინემმა ახალი ალბომი დააანონსა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა თავისი მეთორმეტე სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სახელწოდებით The Death of Slim Shady (Coup de Grace) 2024 წლის ზაფხულში გამოვა. ალბომის თრეილერის მიხედვით, ის ემინემის მუსიკალური ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის სიკვდილზე მოგვითხრობს.

თრეილერში მონაწილეობა 50 Cent-მაც მიიღო, რგოლის ფინალში კი თვითონ ემინემი ამბობს: „ვიცოდი, რომ სლიმის სიკვდილი მხოლოდ დროის საკითხი იყო“.

ემინემის ბოლო ალბომი Music to Be Murdered By 2020 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.