... ... hotnews.ge - საზოგადოება

არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ

მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

 

19 აპრილი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

19 აპრილს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წ.ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +18, +23°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +13 °.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით+23°, ღამით+13 °.

გაგრა-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13 °.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12 °.

ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°.

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით + 11°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12 °.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10 °.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14 °.

ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.

ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით + 12°.

ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°.

ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°.

ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +9°.

მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5 °.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +9°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +8 °.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +7 °.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +8 °.

სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +6°.

გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +4°.

თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას .ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +10°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +5 °.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +13°.

ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +13°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +14°.

სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +12°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +12 °.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +14°.

 

სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა - შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა

სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ტერიტორიაზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით… - განახლებული ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.

“დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.

თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

არ დაარღვიოთ კანონი, დაემორჩილეთ პოლიციას - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა

პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.

პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, საქართველომ საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსის შედგენა ხდება სოციალური ასპექტების კონსტრუქციულ ასპექტებზე დაყრდნობით. მისი შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები – მთავრობის კარგი ფუნქციონირება, კორუფციის დაბალი დონე, ჯანსაღი ბიზნეს გარემო, რესურსების სამართლიანი განაწილება, სხვათა უფლებების მიღება, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე და მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები.

პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი, მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 აპრილს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები?

სააღდგომოდ სკოლები და ბაღები რამდენიმე დღის განმავლობაში დაისვენებენ. მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს.

სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.

შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
🔵 დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
🔵 სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას
🔵 პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება

"საელჩო კონტაქტზეა სიდნეიში გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან... მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები" - საგარეო

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. 

"ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა.

ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა განაცხადა.

"საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა კანდელაკმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.