... ... hotnews.ge - საზოგადოება

რა სიმპტომები ახასიათებს ჰერპესვირუსს და შესაძლებელია თუ არა მკურნალობა სახლის პირობებში

სტატისტიკურადმსოფლიოს მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსითაა ინფიცირებულიჰერპესი არის ინფექციარომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად, პატარა ბუშტუკებით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილას -  პირისა და პირის ღრუს მიდამოზეგენიტალურ (სასქესოორგანოზეთვალის გარშემო.. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი, ე.წ. ტუჩის ჰერპესი, რომელსაც ძირითადად მარტივი ჰერპესის 1 ტიპი იწვევს. ტუჩის ჰერპესი შემაწუხებელი და მტკივნეულია. მარტივი ჰერპესის ორი ტიპი არსებობს - 1 და 2. ორივე ტიპის ვირუსმა, შესაძლოა, გენიტალიური ჰერპესიც გამოიწვიოს... რა არის ჰერპესის გამომწვევ მიზეზები და როგორია მკურნალობის მეთოდი? 

ჰერპესის მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს ყელის ინფექციები, მენსტრუაცია, მზის ჭარბი გამოსხივება, მზისგან მიღებული დამწვრობა, ნერვული სტრესი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტური მკურნალობა  და სხვადასხვა მწვავე ინფექცია ანუ ნებისმიერი რამ, რაც იმუნური სისტემის დაქვეითების მაპროვოცირებელია.

ეს გახლავთ ქრონიკული დაავადების პერიოდული გამწვავება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი და გართულება შეიძლება იყოს მეორადი ინფიცირება, როდესაც ვირუსულ ინფექციას ერთვება ბაქტერიული ინფექცია. ვინაიდან ჰერპესის შემთხვევაში, სპეციფიკური გამონაყარი გვაქვს - გამოვლინება ბუშტუკების სახით, ჰერპესის განვითარება შემდეგნაირია: ვითარდება ბუშტუკები, მისი გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ქერქები და ქერქების გაქრობის შედეგად რჩება ლაქები, როგორც პოსტანთებითი ცვლილება. ბუშტუკების გაქრობის შემდეგ, ირღვევა კანის მექანიკური  ბარიერი და ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისთვის, რომ ჩაინერგოს ისეთი მეორადი ბაქტერიული ფლორა, როგორიცაა  სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და იქმნება კონკრეტულად ჰერპესის კერის მეორადი ინფიცირება.

გვაქვს ჰერპესის ორი ტიპი:  ჰერპესვირუსული ინფექცია, ტიპი1 და ტიპი 2. ტიპი1 იწვევს ლაბიალურ ჰერპესს, ე.წ. ტუჩის ჰერპესს და შესაძლებელია, აგრეთვე, გამოიწვიოს ჰერპესული გინგივო-სტომატიტი - პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია, რომელიც ძალიან მწვავედ მიმდინარეობს. ხშირად, პირველ ეპიზოდს ახასიათებს და შეცდომით დიაგნოსტირდება, როგორც პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, ან როგორც ჰიპერსენსიტიური რეაქცია, რაც მიმდინარეობს ძალიან მწვავე სურათით და პაციენტებს უჭირთ ღეჭვა, ყლაპვა.

რაც შეეხება მეორე ტიპის ჰერპესს, ეს არის გენიტალიური ჰერპესი, რომელიც გვხვდება გენიტალიუმის შემთხვევაში, მამაკაცებში - სასქესო ასოზე და ქალებში - მცირე ან დიდ სასირცხვო ბაგეებზე. მეორე ტიპის ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

როგორც აღვნიშნეთ, გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა ანუ დაინფიცირებული ადამიანი სქესობრივი კონტაქტის  შემდეგ  გადასცემს პარტნიორს  ინფექციას, განსაკუთრებით, თუ ბუშტუკების მთლიანობა დარღვეულია და პაციენტს აღენიშნება კანის მთლიანობის დარღვევა. რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: წვა, ქავილის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება. ვიზუალურად ჩვენ ვხედავთ შეწითლებულ ფონზე ჯგუფად დალაგებულ მცირე ზომის ვეზიკულებს, რომლებშიც არის ექსუდატი, სითხე, რაც ანთების დროს გროვდება.

ეს ორივე ტიპი არის მარტივი ჰერპესვირუსი. განსხვავებულია მკურნალობის მეთოდი იმ შემთხვევაში, თუ ესაა პირველი ეპიზოდი ცხოვრებაში, მაშინ მას  სჭირდება უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, განმეორებით ეპიზოდებს უფრო ხანმოკლე მკურნალობა, ანტივირუსული პრეპარატები და შესაძლოა, იმუნოსტიმულატორებაც დასჭირდეს.

პროფილაქტიკის თვალსაზრისით გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები, იმუნომოდულატორები, თავი უნდა ავარიდოთ გამომწვევ ფაქტორებს - სტრესს, მზის გამოსხივებას და ა. შ.

რაც შეეხება პრევენციას, დიდი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას, რადგან ეს გადამდები დაავადებაა. სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებელია თავდაცვა პრეზერვატივის გამოყენებით.  

ბავშვთა ასაკში ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მიმდინარეობს გინგივო-სტომატიტის სახით. პირველი ეპიზოდია პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია და ძალიან ხშირია მოხუცთა ასაკში, რამდენადაც მათი იმუნური სისტემა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც შუახსნის ასაკის ადამიანის.

უმეტეს შემთვევაში, თუ  არ გვაქვს დამამძიმებელი გარემოებები და თანმხლები მძიმე დაავადებები, ჰერპესული ინფექცია მარტივად გადაიტანება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც, თუმცა მკაცრად - ექიმის დანიშნულებით და არა - თვითნებურად. თუ პაციენტი ვერ ახერხებს კვებას, არ არის ყლაპვის პროცესი უზრუნველყოფილი და აქვს თანმხლები დაავადებები, ამ შემთხვვაში, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 აპრილს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო ამინდია. დღე +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია უნალექო დღე.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც უნალექო, თუმცა ქარიანი დღეა მოსალოდნელი.

გუდაურში იწვიმებს, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +13, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ

ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათევენ. მათ პერმანენტული აქციები დღეს, 8 აპრილს დააანონსეს.

მათი ძირითადი მოთხოვნებია:

მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება;
პერსონალიზებული მედიცინა – ყველა პაციენტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება, რაც სხვადასხვა ხარჯთან არის დაკავშირებული;
ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას გადადგომა, ვინაიდან მან "ონკოპაციენტები მოატყუა;"
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
მოძრაობა "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელი გვანცა აფხაიძეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ონკოპაციენტისთვის უძილობა და სიცივეში ყოფნა არ შეიძლება, ისინი მაინც ათევენ ღამეს.

"ზოგიერთი მწერს, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, რომ ვერ მოვდივართო. გთხოვთ, ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ. თავი დამნაშავედ იგრძნოს პრემიერმინისტრმა, დღეს ჩვენთან შესახვედრად რომ არ გამოვიდა და პრეზიდენტმა, ერთი სიტყვა რომ არ თქვა ჩვენ მხარდასაჭერად," - დაწერა აფხაიძემ სოციალურ ქსელში.

ონკოპაციენტების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა, არ არის ის, რაც მათ თავდაპირველად ეგონათ და მიხეილ სარჯველაძემ "სიტყვებით ითამაშა."

მათი თქმით, 25-ათასლარიანი ლიმიტის მიღმა რჩება 13 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც ისედაც ფინანსდებოდა. აფხაიძის თქმით, ეს ძალიან ცოტაა და წამლები მუდმივ დეფიციტშია. ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი კი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც არ არის. მათ, ასევე, უგვიანდებათ დაფინანსების დადასტურებაც "ლოდინის დრო არ აქვთ" – 2 და 3 თვე ზოგიერთისთვის, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფოტო: "პუბლიკა"

 

EURO 2024-ზე დასწრების მსურველთათვის WizzAir გერმანიის მიმართულებით რეისებს ამატებს

ავიაკომპანია WizzAir ივნისში, EURO 2024-ზე ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, გერმანიის რამდენიმე ქალაქში სპეციალურ ფრენებს ამატებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან - გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. დამატებულ რეისებთან ერთად კომპანიის რეგულარული ფრენებიც განხორციელდება. როგორც ირკვევა, ფრენის ღირებულება 199 ევროა.

"ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს „ევრო 2024“-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, "ვიზეარის" ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით," - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. 

 

„ვეძებთ ამ გოგოს, მისი ფოტო დამარხული იყო ქუთაისში სასაფლაოზე...“ - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი „ფეისბუქზე“ წერს, რომ ქუთაისში სასაფლაოზე ახალგაზრდა ქალის ფოტო იპოვა დამარხული. 

„გოგონას, რომელმაც არ იცის რომ მისი ფოტო (კონკრეტულად ეს) დამარხული იყო ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე. ვერანაირად ვერ ვიპოვეთ! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და მაპოვნინეთ. ეს ინფორმაცია და მასთან გასაუბრება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იცოდეს. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაწერეთ კომენტარებში“, - წერია პოსტში. 

პოსტი გამოქვეყნებულია  ჯგუფში : სიახლე ქუთაისში • News in KuTaisi

„ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ახალი რეალობა დაიწყება“ - რა გველის დღეს?

8 აპრილს, მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ განლაგებაში შევლენ. ეს სამი სხეული კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით წარმოქმნის სრულ წყვდიადს.

ეს გახლავთ მზის სრული დაბნელება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება.

თემასთან დაკავშირებით ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემის „შენი დილა“ ეთერში ისაუბრა.


„მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ადამიანებს ყოველთვის არასასიამოვნო დამოკიდებულება აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს არის უბრალოდ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. დღევანდელი დაბნელებით გაზაფხულის დაბნელებების კორიდორი იხურება. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დაიწყება ახალი რეალობა. ეს არ ეხებათ კონკრეტულ ინდივიდუალურ პიროვნებებს. ეს გლობალურ პროცესებსაც ეხება. დაახლოებით ერთი თვის, ან თვე-ნახევრის პერიოდში დავინახავთ ძალიან მნიშვნელოვან ფოიერვერკურ შედეგებს, რაც 25 მარტიდან რვა აპრილის ჩათვლით მომწიფდა.

სამყარო ძალიან დიდი გადატვირთვის პროცესშია, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ერთი კარი იხურება და მეორე იღება. ბევრი ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიხვდება, რომ ახალ რეალობაში გაიღვიძა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. თუ ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათ ცხოვრებაში რამის შეცვლა უნდათ, ამ პერიოდზე კარგ პერიოდს უბრალოდ ვერ იპოვით. არ შეგეშინდეთ სითამამის. უბრალოდ წინ უნდა იაროთ. იმიტომ რომ ვერძის პრინციპია, „უკან არ მოიხედო“.

დღევანდელ დღეს თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, „სად ვარ დღეს მე“. თუ თქვენ სარკეში იყურებით და ხედავთ, რომ თქვენ ეს არ ხართ, ზუსტად დღეს არის იმის დრო, რომ შეიცვალოთ. ოღონდ აგრესიის გარეშე. რადგან ვერძი ზოგადად არის აგრესიული ნიშანი. ამიტომ უახლოესი ერთი კვირა ადამიანებს ვურჩევ უაპელაციო აგრესია არ გამოხატონ, რადგან ეს ძალიან დამანგრეველია. ეს ძალიან დიდხნიან რეზონანსში გადაგვიყვანს.

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ადამიანებს მომატებული ექნებათ აგრესია, მათ შორის საკუთარ თავთანაც. შინაგანი აგრესია და საკუთარი თავის ჭამის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს ექნება. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ არანაირი ბორკილი არ ადევთ. ადამიანი თუ შინაგანად თავისუფალია, მისი შეზღუდვა არავის შეუძლია. ყველაფერი მაინც ჯანსაღ სიყვარულზე გადის. ძალიან მინდა, რომ ეს ყველამ გააცნობიეროს.

თუ თქვენი ნება ძლიერია და ნამდვილად გიყვართ საკუთარი თავი, ყველაფერია შესაძლებელი, იმიტომ რომ ვერძისთვის არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალს ვერ იპოვის. მაინც მინდა გვახსოვდეს, რომ ამ ეტაპზე მუშაობს პრინციპი „პანდორას ყუთი“, ანუ რა ნაპერწკალსაც ახლა ავაგიზგიზებთ, ყველაფერი შეიძლება, მივიღოთ.

თუ ბევრ კითხვას არ დასვამთ, უბრალოდ თამამი იქნებით, მოცემულობას მიიღებთ, არ შეგეშინდებათ მომავლის და გზადაგზა შეეცდებით მიიღოთ გამოსავალი, ადაპტირდებით და წაქცევაც არ შეგაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა მივიღებთ, წლის ბოლომდე კიდევ ოთხჯერ გადამოწმდება, იმის დასადგენად, თქვენ მართლა გინდათ ამ გზაზე იაროთ თუ ორჭოფობთ“. – ამბობს სოფია ბზეკალავა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება არანაირი სახით არ გამოჩნდება და ვერც ვერანაირ ეფექტს ვიგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-11 აპრილს - სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

დედაქალაქში -  თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიატურა, საჩხერე, ხულო): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.

 

აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაღუპული შსს-ს თანამშრომელია - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
 
ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტი.
 
აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
 
 
ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
 
 
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
 
გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება

8 აპრილს, მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ განლაგებაში შევლენ. ეს სამი სხეული კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით წარმოქმნის სრულ წყვდიადს. ეს გახლავთ მზის სრული დაბნელება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება.

მთვარის ჩრდილი დედამიწაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წავა და გაივლის მექსიკას, აშშ-ის 13 შტატს და კანადის ნაწილს.

საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება არანაირი სახით არ გამოჩნდება და ვერც ვერანაირ ეფექტს ვიგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

დაბნელება წყნარი ოკეანის შუაგულში, UTC 15:42 საათზე დაიწყება, როცა მთვარე მზის სინათლის დაბლოკვას დაიწყებს.

სრული დაბნელების ნაწილი UTC 16:38 საათზე დაიწყება და ჯამში 4 წუთსა და 48 წამს გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, დრო და ხედი დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილში ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება, მთვარე მზის მხოლოდ დისკოს ნაწილს დაფარავს.

დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.

კასპში სტადიონის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში კაცი სტადიონის მშენებლობაზე დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მოწყვეტილმა მასამ ჩაიტანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა - დეტალები

 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების წესი შეიცვალა - 26 მარტს შს მინისტრმა შესაბამის ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა.

ცვლილების თანახმად, 

დასაშვებია დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ;“.

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას

1. საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.

2. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.“.
 ცვლილება უკვე ძალაშია და მისი ნახვა შეგიძლიათ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

გილოცავთ ხარების დღესასწაულს, ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და სიონის ტაძარში ქადაგებით მიმართა.

„გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში.

როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით „გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ „გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად.  სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.

7 აპრილს ქრისტიანული ეკლესია ხარებას აღნიშნავს