... ... hotnews.ge - საზოგადოება

ხანძარი სოფელ ხუცუბანში - გარდაიცვალა 60 წლამდე ასაკის კაცი

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი, 60 წლამდე ასაკის კაცი ცხოვრობდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სიგარეტის ნამწვი გამხდარიყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 აპრილს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

„ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ნახეთ, ამინდის პროგნოზი

„19 აპრილამდე ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

„15 აპრილამდე, უმეტეს რაიონში, 19-20 გრადუსი ფიქსირდება. მთიან რაიონებში 15 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმა შეიძლება აღინიშნოს 11 აპრილს, ღამის საათებში. 13-14 აპრილს დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია წვიმა.

16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, 28 გრადუსს მიაღწევს.

მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ 12 აპრილს დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა.

13-14 აპრილს, აქაც დაიკლებს ტემპერატურა, იქნება წვიმა, ქარი და ღრუბელი.

18-19 აპრილს, შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიც იყოს“,-  დოდო გვაზავა

რომელ კომპანიებს დაეკისრათ გასულ წელს ყველაზე მეტი ჯარიმა - კონკურენციის სააგენტოს მონაცემები

2023 წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს, ჯამში, 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა, – ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილი – 53 მლნ ლარი ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის.

როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს სააგენტომ რვა მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო სამი შეთანხმებული ქმედების თემა – ფარმაციის, საწვავისა და ონლაინ ბილეთების ბაზარზე.

მაგალითად, ფარმაცევტული ბაზრის საქმეზე სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეთანხმებულ ფასები ჰქონდათ.

კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმით დარღვევისთვის სააგენტომ ამ კომპანიებს ჯამურად 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა: „ავერსი“ – 14 402 425 ლარი; „გეფა“ – 20 349 336 ლარი; „პსპ“ – 17 094 872 ლარი; „მერმისი“ – 951 301 ლარი.

რაც შეეხება ნავთობკომპანიების საქმეს, საკითხი ეხებოდა 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მიზეზი ხუთი კომპანიის კოორდინირებული ქმედება იყო. ამ შემთხვევაში სააგენტომ კომპანიები ჯამურად ოთხ მილიონამდე ლარით დააჯარიმა. კერძოდ: შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ – 1 073 998 ლარი; შპს „რომპეტროლ საქართველო“ – 987 886 ლარი; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ – 719 310 ლარი; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 693 576 ლარი; შპს „ლუკოილ ჯორჯია“ – 450 590 ლარი.

რაც შეეხება კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმეს, სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გამოავლინა. საქმის ფარგლებში როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს – სამ კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ. ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი; შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544 328 ლარი; შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი. სამივე შემთხვევაში კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს“, – აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ვებსაიტზე განახლდა. 

ეპიცენტრი, ქალაქი ახალი ათონი - ჩრდილოეთი - 32კმ. სოფელი სანჩარა - 1კმ. 

მიწისძვრის სიმძლავრემ, 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. 

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დღეს იხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება.

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება.

„რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერკლასებსა და Art Talk-ებს.

გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს – 12:00-დან 20:00 საათამდე“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. იწვიმებს. ბათუმშიც ნალექიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაში უნალექო ამინდია. დღე +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურში იწვიმებს, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდები, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

გიორგი კეკელიძე დაქორწინდა - ცნობილია, ვინ არის მისი რჩეული

გიორგი კეკელიძე დაქორწინდა, ამის შესახებ მწერალმა ფეისბუკზე დაწერა და სასიამოვნო სიახლე საზოგადოებას ამცნო.

„დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს ის.

მისი რჩეული მარიამ სოსელიაა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაში უნალექო ამინდია. დღე +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდები, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

9 აპრილი იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება - მეუფე შიო

ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ძმანო და დანო, დღეს განსაკუთრებული დღეა ყოველი ჩვენგანისთვის. ის დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დიდ მწუხარებასთან, ვინაიდან 9 აპრილს ამ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ, მეორე მხრივ, დაკავშირებულია დიდ სიხარულთანაც, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება.

სიხარული უკავშირდება ასევე იმას, რომ ამ დღიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

თქვენ გახსოვთ, მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მართალია, ჩვენ იურიდიულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ნამდვილი გათავისუფლება ჯერ შორს არის. ამას სჭირდება დიდი შრომა, დარაზმულობა, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა.

მართლაც ასე მოხდა. ამ მოვლენების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დღეს ვფიქრობთ, იმ ძნელბედობის ჟამს გვქონდა კი ჩვენ ეს თვისებები - დარაზმულობაურთიერთგატანა და ურთიერთსიყვარული?! პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვისებების ნაკლებობით ჩვენ ძალიან ვცოდავდით, რის გამოც ვიწვნიეთ ბევრი მწუხარება და განსაცდელი.

დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა.

ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!“, - განაცხადა მეუფემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

„ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა“ - გიორგი კეკელიძე 9 აპრილს იხსენებს

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეკრანისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.
გვიან დავფიქრდი - როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი - ზურგით თუ პირდაპირ. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრებდი. იქ ერთი გოგონა მიყვარდა -  მგონი, მთელს ჯგუფსაც. სანამ შინ არ წაიყვანდნენ, ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ. მერე ფეხსაცმელს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. და უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად.  მალე გამიარა - გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. შევუერთდი. 
  ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს. ლიხაურელი. ნინო თოიძე. ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ: დედამისი იგონებს - დედა, სიზმარში ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდიო. დედამისმა, ვიკითხეო და, ბედიაო, გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღო, და 9-ში მომაკითხეო, ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით.
ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ის ბაღელი გოგონა წარმომიდგა. და დაბრუნდა იგივე ბრაზი, ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობისა და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ, ეს ბრაზია, მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი.
გააჩნია, როგორ ზიხარ - პირდაპირ თუ ზურგით. “ 

რა სიმპტომები ახასიათებს ჰერპესვირუსს და შესაძლებელია თუ არა მკურნალობა სახლის პირობებში

სტატისტიკურადმსოფლიოს მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსითაა ინფიცირებულიჰერპესი არის ინფექციარომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად, პატარა ბუშტუკებით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილას -  პირისა და პირის ღრუს მიდამოზეგენიტალურ (სასქესოორგანოზეთვალის გარშემო.. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი, ე.წ. ტუჩის ჰერპესი, რომელსაც ძირითადად მარტივი ჰერპესის 1 ტიპი იწვევს. ტუჩის ჰერპესი შემაწუხებელი და მტკივნეულია. მარტივი ჰერპესის ორი ტიპი არსებობს - 1 და 2. ორივე ტიპის ვირუსმა, შესაძლოა, გენიტალიური ჰერპესიც გამოიწვიოს... რა არის ჰერპესის გამომწვევ მიზეზები და როგორია მკურნალობის მეთოდი? 

ჰერპესის მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს ყელის ინფექციები, მენსტრუაცია, მზის ჭარბი გამოსხივება, მზისგან მიღებული დამწვრობა, ნერვული სტრესი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტური მკურნალობა  და სხვადასხვა მწვავე ინფექცია ანუ ნებისმიერი რამ, რაც იმუნური სისტემის დაქვეითების მაპროვოცირებელია.

ეს გახლავთ ქრონიკული დაავადების პერიოდული გამწვავება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი და გართულება შეიძლება იყოს მეორადი ინფიცირება, როდესაც ვირუსულ ინფექციას ერთვება ბაქტერიული ინფექცია. ვინაიდან ჰერპესის შემთხვევაში, სპეციფიკური გამონაყარი გვაქვს - გამოვლინება ბუშტუკების სახით, ჰერპესის განვითარება შემდეგნაირია: ვითარდება ბუშტუკები, მისი გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ქერქები და ქერქების გაქრობის შედეგად რჩება ლაქები, როგორც პოსტანთებითი ცვლილება. ბუშტუკების გაქრობის შემდეგ, ირღვევა კანის მექანიკური  ბარიერი და ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისთვის, რომ ჩაინერგოს ისეთი მეორადი ბაქტერიული ფლორა, როგორიცაა  სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და იქმნება კონკრეტულად ჰერპესის კერის მეორადი ინფიცირება.

გვაქვს ჰერპესის ორი ტიპი:  ჰერპესვირუსული ინფექცია, ტიპი1 და ტიპი 2. ტიპი1 იწვევს ლაბიალურ ჰერპესს, ე.წ. ტუჩის ჰერპესს და შესაძლებელია, აგრეთვე, გამოიწვიოს ჰერპესული გინგივო-სტომატიტი - პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია, რომელიც ძალიან მწვავედ მიმდინარეობს. ხშირად, პირველ ეპიზოდს ახასიათებს და შეცდომით დიაგნოსტირდება, როგორც პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, ან როგორც ჰიპერსენსიტიური რეაქცია, რაც მიმდინარეობს ძალიან მწვავე სურათით და პაციენტებს უჭირთ ღეჭვა, ყლაპვა.

რაც შეეხება მეორე ტიპის ჰერპესს, ეს არის გენიტალიური ჰერპესი, რომელიც გვხვდება გენიტალიუმის შემთხვევაში, მამაკაცებში - სასქესო ასოზე და ქალებში - მცირე ან დიდ სასირცხვო ბაგეებზე. მეორე ტიპის ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

როგორც აღვნიშნეთ, გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა ანუ დაინფიცირებული ადამიანი სქესობრივი კონტაქტის  შემდეგ  გადასცემს პარტნიორს  ინფექციას, განსაკუთრებით, თუ ბუშტუკების მთლიანობა დარღვეულია და პაციენტს აღენიშნება კანის მთლიანობის დარღვევა. რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: წვა, ქავილის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება. ვიზუალურად ჩვენ ვხედავთ შეწითლებულ ფონზე ჯგუფად დალაგებულ მცირე ზომის ვეზიკულებს, რომლებშიც არის ექსუდატი, სითხე, რაც ანთების დროს გროვდება.

ეს ორივე ტიპი არის მარტივი ჰერპესვირუსი. განსხვავებულია მკურნალობის მეთოდი იმ შემთხვევაში, თუ ესაა პირველი ეპიზოდი ცხოვრებაში, მაშინ მას  სჭირდება უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, განმეორებით ეპიზოდებს უფრო ხანმოკლე მკურნალობა, ანტივირუსული პრეპარატები და შესაძლოა, იმუნოსტიმულატორებაც დასჭირდეს.

პროფილაქტიკის თვალსაზრისით გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები, იმუნომოდულატორები, თავი უნდა ავარიდოთ გამომწვევ ფაქტორებს - სტრესს, მზის გამოსხივებას და ა. შ.

რაც შეეხება პრევენციას, დიდი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას, რადგან ეს გადამდები დაავადებაა. სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებელია თავდაცვა პრეზერვატივის გამოყენებით.  

ბავშვთა ასაკში ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მიმდინარეობს გინგივო-სტომატიტის სახით. პირველი ეპიზოდია პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია და ძალიან ხშირია მოხუცთა ასაკში, რამდენადაც მათი იმუნური სისტემა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც შუახსნის ასაკის ადამიანის.

უმეტეს შემთვევაში, თუ  არ გვაქვს დამამძიმებელი გარემოებები და თანმხლები მძიმე დაავადებები, ჰერპესული ინფექცია მარტივად გადაიტანება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც, თუმცა მკაცრად - ექიმის დანიშნულებით და არა - თვითნებურად. თუ პაციენტი ვერ ახერხებს კვებას, არ არის ყლაპვის პროცესი უზრუნველყოფილი და აქვს თანმხლები დაავადებები, ამ შემთხვვაში, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.