... ... hotnews.ge - საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.

მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებიც. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს შეასრულებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

ასევე, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დღეს დილიდან გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება.

სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი, გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარებენ.

გარდამოხსნის შემოტარების წესის შემდეგ ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სიმბოლურად, გარდამოხსნის შემოტარება მაცხოვრისთვის წესის აგებასა და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ - მერია

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 70 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 20 00 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 37-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი) 33-მა წევრმა მიიღო.

თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

ნახეთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

3 მაისს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +15 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათი ნაწილი კლინიკა რჩება - ჯანდაცვის სამინისტრო

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები.

უწყებაში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა.

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, ფეხთბანის რიტუალი შესრულდება.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე გადახდა.

დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

დღეს დიდი ხუთშაბათია, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

როგორია სააღდგომო ფასები თბილისის ბაზრობაზე

5 მაის მართლმადიდებული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაიწყო, ბაზარში და მაღაზიებში განსაკუთრებით ბევრი მყიდველია.

ჩვენ გთავაზობთ, თბილისის ერთ-ერთი ბაზრის ფასებს.

კვერცხის ფასი 50 თეთრიდან იწყება. კვერცხის შესაღები ენდროს ფასი კი 1,50 ლარიან იწყება. რაც შეეხება სპეციალურ ფხვნილს, რომელიც კვერცხს სხვადასხვა ფრად ღებავს, ერთი შეფუთვა 50 თეთრიდან იწყება.

ბაზარსი პასკის ფასები 5 ლარიდან იწყება, სუპერმარკეტებში კი 10 ლარიდან. ფასის ზრდა მის მოცულობაზე და შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

იხილეთ სხვა პროდუქტების ფასები:

ყველი -6,50 ლარიდან

ენდრო - 2 ლარიდან

კვერცი - 50 თეთრიდან

ჯეჯილის ხორბალი  - 1 ლარიდან

მარნეულის კარტოფილი - 4 ლარიდან

მარწყვი - 4 ლარიდან

პომიდორი - 5 ლარიდან

ალუჩა - 10 ლარიდან

ნიგოზი - 16 ლარიდან

ქეშიუ - 25 ლარიდან

კიტრი - 3 ლარიდან

ვაშლი - 4,50 ლარიდან

ბაზარსი პასკა - 5 ლარიდან.

bazarii

 

11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რომელთაგან ექვსი სამართალდამცველია - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამოქალაქო პირები.

უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი უკვე გაეწერა კლინიკებიდან.

აქციიდან ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციიდან სამი სამართალდამცველია ჰოსპიტალიზებული.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას.

ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან საკმარისი რაოდენობის სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული და დახმარებას უწევენ მოქალაქეებს - ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკაში აქციის მონაწილეების გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მათივე განცხადებით, პარლამენტთან საკმარისი რაოდენობითაა მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სასწრაფო დახმარების ადგილზე უწევენ დახმარებას მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება წიწაკის სპრეის შესხმის ან შეუძლოდ გახდომის გამო დასჭირდათ.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.