... ... hotnews.ge - დაიჯესტი

„ყველაზე სექსუალური ენა“ იტალიურია

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, 6 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს იმის დასადგენად, რომელ ენას მიიჩნევდნენ „ყველაზე სექსუალურად“, „ყველაზე რომანტიკულად“ და „ყველაზე ვნებიანად“. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე სექსალურად და რომატიკულად რესპონდენტები იტალიურ ენას აღიქვამენ. არადა, დღემდე ამ ტიტულს ფრანგული ენა ფლობდა. იტალიურს გარკვეული თავისებურებები აქვს, რაც მას მეტ მომხიბვლელობას მატებს, - გვიხსნიან სპეციალისტები და იქვე აზუსტებენ, რომ ესენია ტონის სიმაღლის აწევა-დაწევა სალაპარაკო ენაში, რაც იტალიურს ერთგვარ მუსიკალურ ხარისხს ანიჭებს და ადამიანები მას მიმზიდველად თვლიან. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბრიტანული ინგლისური „ყველაზე თავაზიანად“ აღიარეს, გერმანულმა კი პირველი ადგილი „ყველაზე პირდაპირის“ ნომინაციაში დაიკავა. კვლევისას სწავლულები პარტნიორების ურთიერთობასაც სწავლობდნენ, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 70% თვლიდა, რომ თუკი მისი რომატიკული პარტნიორის ენას შეისწავლიდა, ეს მათ შორის კავშირებს გაამყარებდა.

ქეით მილდტონის პაპარაცული ფოტოები ვრცელდება - სად და რა ვითარებაში დააფიქსირეს უელსის პრინცესა

უელსის პრინცესა ქეთრინის გარშემო ატეხილი აურზაური უკვე მისტიკურ ამბავს ემსგავსება. ქეით მიდლტონი საჯაროდ უკვე რამდენიმე თვეა არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა დაემართა უელსის პრინცესას, რის გამოც სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) და ტიკტოკზე, უცნაური და ზოგჯერ სახალისო კონსპირაციული თეორიები და მიმები გამოჩნდა.

სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ ქეთრინმა 16 იანვარს გეგმური ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც საჯაროდ არ გამოჩენილა. კენსინგტონის სასახლის განცხადებით, წარმატებული ოპერაციის შემდეგ, უელსის პრინცესა ორი კვირით საავადმყოფოში დარჩებოდა და დროებით, აღდგომამდე, სამეფო მოვალეობებისგან გათავისუფლდებოდა.

სამი თვის შემდეგ კი გაჩნდა კონსპირაციული თეორიაც. თეორიის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ყველასთვის საყვარელ სამეფო წყვილს შორის უთანხმოება იყო.

დღეს დილით, უცხოური ტაბლოიდების ვებ-გვერდებზე უელ­სის პრინ­ცე­სას პაპარაცული ფოტოები გამოჩნდა.

ქე­ი­თი, ქმარ­თან, ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვალ მე­ფეს­თან, უი­ლი­ამ­თან ერ­თად პა­პა­რა­ცებ­მა სა­ყიდ­ლებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქეითი თავს კარგად გრძნობს და ბედნიერიცაა. 

The Beatles-ის წევრების ნახატი აუქციონზე

ნახატი, რომლის ავტორებიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის წევრები არიან, Christie’s-ის აუქციონზე, 1.74 მილიონ დოლარად გაიყიდა. სურათი, რომელიც 1966 წელს იაპონიაში, საკონცერტო ტურის მსვლელობის დროს, აბსტრაქციონიზმის სტილში შეიქმნა, შესრულებულია ტრადიციულ იაპონურ ქაღალდზე - ვასი. წყაროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები იმ პერიოდში, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, იძულებულნი იყვნენ, კონცერტებიდან თავისუფალ დროს, მუდმივად სასტუმროში ყოფილიყვნენ. სწორედ ამ ფაქტმა გაუღვიძა მათ სურვილი, ერთობლივი ნახატი შეექმნათ, რომელზეც ჯგუფის ყველა წევრის ავტოგრაფია დატოვებული. მოგვიანებით ნახატს „ქალის სახეები“ დაარქვეს.

აეროპორტში ვენახს გააშენებენ

ცნობილი გახდა, როგორი იქნება ახალი ტერმინალი ფლორენციაში, ამერიგო ვესპუჩის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 5.9 მილიონ მგზავრს ატარებს ყოველწლიურად. ტერმინალი, რომლის ფართობიც 50 ათასი კვადრატული მეტრია, მულტიმოდალური ტრანსპორტის შესაძლებლობებს გააერთიანებს, მათ შორის, სარკინიგზოსაც, რათა ქალაქს სწრაფად დაუკავშირდეს. ახალი პროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც არქიტექტორული ფირმა Rafael Viñoly Architects-ია, ტერმინალის ტრაპეციის ფორმის სახურავზე ვენახის გაშენებაა დაგეგმილი. ამ საქმეს რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობის კომპანია მიხედავს. აეროპორტში დაკრეფილი ყურძნიდან დაყენებულ ღვინოს იქვე, სპეციალიზებულ სარდაფში შეინახავენ და დააძველებენ. ვარაუდობენ, რომ ფლორენციის აეროპორტის რეკონსტრუქცია ორ ეტაპად განხორციელდება და 2035 წლისთვის დასრულდება.

ყველაზე ლამაზ ნაყინს ჰყიდიან

იაპონური კაფე (THISIS) SHIZEN, რომელიც კიოტოში, ShinPuhKan-ის სავაჭრო ცენტრში მდებარეობს, მეტად პოპულარული გახდა იმ ფანტასტიური დესერტის წყალობით, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ნაყინს ეძახიან. ბოტანიკურ თემაზე შექმნილ კაფეში, სადაც ქოთნებში უზარმაზარი მცენარეებია, ჰყიდიან ნაყინს რძის გარეშე. მას ფერადი თაიგულების სახე აქვს და იმდენად ლამაზი  და რეალისტურია, რომ ჭამაც კი დაგენანებათ. ამ უნიკალური დესერტის მთავარი ინგრედიენტია ანკო - ტკბილი პასტა, რომელიც აძუკის წითელი მარცვლებისგან მზადდება. ის გემოთი ტკბილ კარტოფილს წააგავს და პოპულარული იაპონური დესერტების სიაში შედის. ვაფლში ჩამოსხმული ეს ფერად-ფერადი საჭმელი თაიგულები სხვადასხვა გემოსია. მას ყოველი კლიენტის სურვილის მიხედვით არჩევენ და სეზონის მიხედვით ცვლიან. ერთი ასეთი ნაყინი-თაიგულის ღირებულება 1 650 იენია (დაახლოებით, 11 დოლარი).

 

ნახევარი მილიონი გომბეშოებს დაახარჯეს

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის ერთ-ერთი რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქმის 500 ათასი ევრო დახარჯა გომბეშოების პოპულაციის გადასარჩენად - მათთვის სპეციალური გვირაბი გააკეთეს. საქმე ის არის, რომ ადგილობრივმა ბუნებისდამცველებმა, 2020 წელს, გომბეშოების რაოდენობა დაითვალეს და გაარკვიეს, რომ სულ რაღაც 1 002 ცალი იყო. ერთი წლის შემდეგ, ეს რიოცხვი კიდევ უფრო შემცირდა და 616 გახდა. ამის გამო, იქაურმა „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენლებმა ცივსისხლიანებისთვის მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობა დაიწყეს, რომ მათ გზების გადაკვეთა აღარ მოუხდეთ. ამხელა ხარჯის გაღებამ გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამფიბიების გადასარჩენად გაღებული ამხელა ხარჯისა, კითხვები იმანაც გააჩინა, რომ გომბეშოებისთვის გვირაბები არა გადატვირთული მაგისტრალების, არამედ, ველობილიკებისა და წყნარი ქუჩების ქვეშ გააკეთეს.

 

ბერლინში კიბერბორდელი გახსნეს

გერმანიის დედაქალაქში მუშაობა დაიწყო Cybrothel-მა - პირველმა კიბერბორდელმა მსოფლიოში. გოგონების ნაცვლად, იქ სტუმრებს სექს-თოჯინები ეგებებიან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დამატებითი სისტემითა და ვირტუალური რეალობით არიან აღჭურვილნი. ბიმბო, კოკეში და კო - თოჯინების სახელებია, მათ არ შეუძლიათ მოძრაობა და ლაპარაკი, მაგრამ კლიენტები ურთიერთობენ მათთან ვირტუალურ სამყაროში. შესაბამისი აღჭურვილობის მორგების შემდეგ, მათ შეუძლიათ, 4D-ხარისხში უყურონ პორნოს საყვარელი სექს-ბოტის მონაწილეობით. ამ ბიზნესის დამფუძნებელი ამბობს, რომ აპირებს შემდეგი თაობის რობოტი-თოჯინები შექმნას, რომელთაც რეალურ დროში რეაგირება ექნებათ შეხებაზე და ლაპარაკსა შეძლებენ.

სიყრუე გენური თერაპიით დაძლიეს

აშშ-ში, ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში, გენური თერაპიის წყალობით, პირველად, სიყრუისგან განკურნეს 11 წლის ბიჭი ეისამი. ერთი გენის იშვიათი ანომალიის გამო, ის ბავშვობიდან სმენადაქვეითებული იყო. ექიმებმა მას ყურის აპკზე ოპერაცია ჩაუტარეს და უსაფრთხო ვირუსის ინექცია გაუკეთეს, რომელმაც ბავშვის ორგანიზმში ოტოფერლინის გენი შეიყვანა. ის აუცილებელია, რათა ტვინში ხმის ვიბრაცია სიგნალებად გადაიქცეს. ოპერაციიდან ოთხი თვის შემდეგ, ბიჭის სმენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - მან, პირველად ცხოვრებაში, ხმები გაიგონა. თუმცა, მედიკოსების თქმით, შესაძლოა, ეისამმა ლაპარაკი ვეღარ დაიწყოს, რადგან ის უკვე ხუთ წელზე მეტისაა. მედიცინიოს მიღწევები ბავშვისთვის სმენის დაბრუნებაში იმედს აძლევს იმ პაციენტებს, რომელთა სიყრუეც გენეტიკური მუტაციებითაა განპირობებული. ის საშუალებას იძლევა, 150-ზე მეტ სხვა გენზეც იმოქმედოს.

 

ფულს გაღვიძებით შოულობს

ავსტრალიელი ბლოგერი, ჯეიკი ბემი გამომწერებისგან ფულს იმაში იღებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ის გააღვიძონ. ამ გზით მიღებული ბემის ყოველთვიური შემოსავალი 28 ათასი დოლარია. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ საძინებელში დინამიკები, ლაზერი და საპნის ბუშტების გამშვები მოწყობილობა დადგა. მან განაცხადა, რომ ნებისმიერ გამომწერს შეუძლია ფული გადაიხადოს და რომელიმე მელოდიის თანხლებით ბლოგერი გააღვიძოს, ბონუსად კი ლაზერის შოუს მიიღებს. დროთა განმავლობაში, ბლოგერი საკმაოდ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში, მას ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მსურველებიც საკმაოდ არიან, რომლებიც მას ფულს ურიცხავენ და სანაცვლოდ, აღვიძებენ კიდეც, როგორც ღამით, ისე - დღისით. მიღებული შემოსავლით ჯეიკი გახარებულია და მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. ის ყოველდღიურად პირდაპირ ჩართვებს აკეთებს და გამომწერებისთვის ახალ ფუნქციებს ამატებს. თუმცა, ბემი იმასაც აღიარებს, რომ ადამიანების აქტიურობის გამო, ნორმალურად გამოძინებას ვერ ახერხებს. 

მოსახლეობას ხორცის ნაკლებად ჭამას სთხოვენ

სპეციალისტების გათვლებით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ადამიანებმა ხორციდან, თევზიდან, კვერცხიდან, რძის პროდუქტებისა და ცხოველური ცილის სხვა წყაროებიდან დღეში არაუმეტეს 350 კალორია უნდა მიიღონ. დანარჩენი 2 000-ზე მეტი კალორია კი ორგანიზმმა მცენარეული პროდუქტებიდან უნდა მიიღოს. ხილსა და ბოსტნეულზე გათვლილია 720 კალორია, მარცვლეულ პროდუქტებზე - 820, მცენარეულ ცხიმზე, ნიგოზზე, პარკოსნებზე, შაქარსა და სახამებლის შემცველებზე, როგორიც არის კარტოფილი - 400 კალორია. მოსახლეობის კვებითი ჩვევების გადახედვა, სწავლულების გათვლებით, შეამცირებს ჭარბი წონით გამოწვეულ დაავადებებს და ამ მიზეზით სიკვდილიანობაც მოიკლებს. ამ გზით, 2060 წლისთვის, შესაძლებელი იქნება, რომ ყოველწლიურად, 26 მილიონი ადამიანის სიკვდილი ავიცილოთ თავიდან.

სტრესს ბროწეული შველის

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტრესის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებას მიაგნეს - მათი მოსაზრებით, ეს ბროწეულის წვენია. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს სასმელი სტრესის ჰორმონის დონეს აქვეითებს, აწყნარებს ნერვებს და შრომისუნარიანობას ზრდის. სწავლულთა ექსპერიმენტში 60 მოხალისე მონაწილეობდა. 14 დღის განმავლობაში, მათ ყოველდღიურად ორ ჭიქა ბროწეულის წვენს ასმევდნენ. ამასთან, პირველ და ბოლო დღეს მათ კითხვარი შეავსებინეს, სადაც საკუთარი განწყობის, სამსახურთან დამოკიდებულებისა და ხასიათის შესახებ უნდა ჩაეწერათ. აღმოჩნდა, რომ დღეში 250 მილილიტრი ბროწეულის წვენი ადამიანს მხნეობით ავსებს, ზრდის შრომისუნარიანობას და განწყობასაც უმაღლებს. უფრო მეტიც, ეს სასმელი საუკეთესო ანტიდეპრესანტია და სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ალკოჰოლის გარეშეც დათვრებით

ამაზე ბრიტანელებმა იზრუნეს. ერთ-ერთმა კომპანიამ უალკოჰოლო ლუდი და ღვინო Sentia ჩამოასხა, რომელიც დათრობის შეგრძნებას იწვევს. თუმცა, სასმელს არ აქვს ნეგატიური შედეგები - ის არ იწვევს ნაბახუსევს და არც ღვიძლისთვის წარმოადგენს საფრთხეს. ახალი სასმელი ეფექტიანად ახდენს ალკოჰოლის ორგანიზმზე ზემოქმედების იმიტირებას მცენარეული კომპონენტების შემცველი ნარევის წყალობით, რომელიც ადამიანს ამშვიდებს და უფრო კომუნიკაბელურს ხდის. ერთი ბოთლი სასმელი 28 გირვანქა სტერლინგი ღირს. გემოები კი, როგორც მისი ავტორები ამბობენ, თავბრუდამხვევი არომატებითაა წარმოდგენილი.